გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩამდე გულშემატკივარს დაემშვიდობა

დღის სიახლეები საზოგადოება

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კარიერა დაასრულა, გურამ კაშია რუმინეთის წინააღმდეგ ანხანაგური მატჩის დაწყებამდე გულშემატკივარს დაემშვიდობა.

გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა. საქართველო – რუმინეთის ამხანაგური მატჩი მისთვის სწორედ 129-ე შეხვედრაა – ეს ბოლო მატჩია, რომელიც კაშიამ ჩაატარა.

კაშია ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. გუნდის კაპიტნად ის 2021 წელს აირჩიეს.

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კაშიას კაპიტნობის პერიოდში გავიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *