ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, ჩვენება მაგისტრანტ მოსამართლესთან მისცეს

დღის სიახლეები სამართალი

იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაწყებულია, ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის – ის ჩვენებას მისცემს მაგისტრანტ მოსამართლეს – ამის შესახებ “პირველებს” დაკავებული ექს-პრემიერის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარაიბაშვილის გამოკითხვასთან ერთად გამოძიებამ კითხვები უნდა დაუსვას იმ პირებსაც, რომელსაც ღარიბაშვილი “შამავლად” ასახელებს.

“წესით და რიგით, ყველა იმ პირის გამოკითხვა უნდა მოხდეს გამოძიების მიერ, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. ამ ყველაფერს [იმ პირის გამოკითხვის აუცილებლობას, რომლის დავალებითაც ღარიბაშვილის თქმით მას წერილი მიწერეს] განაპირობებს უკვე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიცემული ჩვენება.

როგორც ცნობილია,  ირაკლი ღარიბაშვილს 2026 წლის ივლისში გაეგზავნა წერილი მაღალი თანამდებობის პირის მიერ, სადაც მოთხოვნილი იყო ეღიარებინა ისეთი დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია” – თქვა ადვოკატმა.

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით დღეს შეხვდება.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერთან პროკურორი და ადვოკატები 14:00 საათზე შევლენ.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *