შვილმა დედა დაჭრა – პოლიციამ ის უკვე დააკავა

დღის სიახლეები სამართალი

თელავში შვილმა დედა დაჭრა – ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც შსს იუწყება, სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგად კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის უკვე დააკავა.

შვილს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

საქმეში დევს დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *