მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

დღის სიახლეები სამართალი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცი ჩანჩქერში შევიდა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვერ მოახერხა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *