ჩემი ძმა საბა და მერაბ დვალიშვილი ამ დრომდე დაკავებულები არიან – საბა ლაზისვილის ძმა

დღის სიახლეები საზოგადოება

საბა ლაზიშვილის ძმა, UFC-ის ყოფილი მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ მისი ძმა საბა და მერაბ დვალიშვილი ამ დრომდე დაკავებულები არიან და შესაძლოა, 48 საათი საპატიმროში ყოფნა მოუწიოთ.

ის სთხოვს ყველას, ვისაც კავშირები აქვს, მათ დახმარება აღმოუჩინონ.

“მოგესალმებით ყველას. მინდა გამოვეხმაურო ამ სრულიად გიჟურ სიტუაციას, რაც უსმანისა და მერაბის დაპირისპირების შემდეგ ხდება. სამწუხაროდ, ჩემი ძმა საბა და მერაბი ამ დრომდე დაკავებულები არიან, ჯერ არ გაუთავისუფლებიათ და ამბობენ, რომ შესაძლოა, იქ 48 საათი გაატარონ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტს, როგორ განვითარდება მოვლენები. ვფიქრობ, ეს სრულიად უსამართლოა, რადგან ჩემს ძმებს ცუდი არაფერი გაუკეთებიათ – ისინი უბრალოდ იცავდნენ თავს და სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ეჩხუბათ და პასუხი გაეცათ. ამიტომ, გთხოვთ, ვისაც გაქვთ ძალა, ან რაიმე კავშირები, დაგვეხმარეთ და ხმა ამოიღეთ. რამდენიმე ძალიან კარგი ქართველი ბიჭი უკვე აკავშირებდათ და ცდილობს ადვოკატების პოვნასა და სიტუაციის მოგვარებას” – ამბობს საბა ლაზიშვილის ძმა, UFC-ის ყოფილი მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი ვიდეომიმართვაში.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *