ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ივნისში დაიწყებს – FT

დღის სიახლეები უცხოეთი

ევროკავშირი ელოდება, რომ უკრაინა და მოლდოვა ოფიციალურად დაიწყებენ გაწევრიანების მოლაპარაკებებს ივნისში – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა Financial Times-თან ინტერვიუში.

კოსის თქმით, ბრიუსელი მოლაპარაკებების პირველი „კლასტერის“ გახსნას მომავალ თვეში ელის, ხოლო დანარჩენს – ივლისში.

„დარწმუნებული ვარ. ამიტომ, ველი, რომ პირველი კლასტერის გახსნას ივნისში შევძლებთ. ხოლო ყველა დანარჩენისა – ივლისში“, – თქვა მან.

ეს 33 მოლაპარაკებების თავი მოიცავს კანონმდებლობის სხვადასხვა სფეროს და რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია უკრაინის ნორმების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *