საქართველოს 15 წელზე უფროსი ასაკის დაახლოებით 18.200 მოქალაქეს არ გააჩნია დაწყებითი სასკოლო განათლება, აქედან 3.500-მა წერა-კითხვა არ იცის, ასეთია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები.
საქართველოში 15 წელზე უფროსი ასაკის 3,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 1,7 მილიონს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება და 1,2 მილიონს – საშუალო განათლება.
4.800 ადამიანს აქვს პროფესიული განათლება, 201.100-ს – არასრული საშუალო განათლება, ხოლო 38.800-ს მხოლოდ დაწყებითი სკოლა აქვს დამთავრებული.
უმაღლესი განათლების მქონეთა 68.79% ცხოვრობს და მუშაობს ქალაქად, ხოლო დანარჩენი – სოფლად.
ქვეყნის 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 55,6% არის დასაქმებული და იღებს შემოსავალს. დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ უმაღლესი განათლების მქონე პირებს (91,4%) და პროფესიული განათლების მქონე პირებს (91,9%). საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირთა უმრავლესობა დაქირავებით დასაქმებულია.
15 წელზე უფროსი ასაკის 3,2 მილიონი ადამიანიდან თვითდასაქმებულია მხოლოდ 329,4 ათასი ადამიანი. თვითდასაქმებულთა უმრავლესობა უმაღლესი განათლების მქონე პირია, ასევე სხვადასხვა დონის სასკოლო განათლების მქონე პირები.
საქართველოში მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
