სააკაშვილი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარეც თავად იქნება

დღის სიახლეები პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარეც თავად სააკაშვილი იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანს „რეფორმატორთა საბჭოს“ აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე განიხილავს.

ამასთან, როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, სადაც პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გაუხსნიან სხვებსაც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს გარდამავალ პერიოდს – ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მისივე თქმით, აქტიურად ემზადებიან შიდაპარტიული რეფორმებისთვის.

„რეფორმატორთა საბჭო“ შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად – მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრძოლაში მყოფ ნებისმიერს უთხრას, ეს არის ჩემი ბრძოლის იარაღი, რეფორმები განვახორციელოთ ამ პარტიაში, შევქმნათ ისეთი, როგორსაც თქვენ ხედავთ, შემდეგ უკვე ეს პარტია ბრძოლაში გამოიყენეთ, როგორც ერთ-ერთი ძლიერი იარაღი – მიხეილ სააკაშვილი ღიად არის „რეფორმატორთა საბჭოს” რიგითი წევრი, როგორც თავად ამბობს, მას არ მოსწონს ეს „ხელმძღვანელი”, თუმცა მთავარი რეფორმატორია,- ასე განმარტავს ნანუკა ჟორჟოლიანი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, „რეფორმატორთა საბჭოს” შექმნის იდეის შესახებ.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, „რეფორმატორთა საბჭოს” შექმნის პროცესი მუშა პროცესი იყო, რომელიც დახურულ ფორმატში განიხილებოდა. მისი თქმით, რეფორმების შექმნა მიხეილ სააკაშვილის ექსკლუზიური ნიჭია, თავად კი ამაყია იმით, რომ ამ პროცესებში მონაწილეობს.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ ის მოქმედი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას საქმიანობით უკმაყოფილოა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის პოზიციასთან დაკავშირებით, ივლისის ბოლოს ჩაინიშნოს ყრილობა, რომელიც აირჩევს პარტიის დროებითი მართვის ორგანოს.

რაც შეეხება „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ამავე საბჭოს თავმჯდომარედ საკუთარ თავს, ხოლო აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე ნანუკა ჟორჟოლიანს ხედავს, ჟორჟოლიანის თქმით, თანახმაა, პროცესში „დამლაგებლად შევიდეს“, ოღონდ საქმე გააკეთოს.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *