წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა – რა გაძვირდა და გაიაფდა

2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ამავე მონაცემებით, ივლისში საბაზო ინფლაცია 3.8% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია – 3.5%. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო […]

Continue Reading

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ამით ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 […]

Continue Reading

შუქის ჩაქრობა სურთ დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს, რომელიც თურმე, აღმოჩნდა, რომ მდინარაძის კადრი ყოფილა – აცხადებენ “ლელოში”

ახლა შუქის ჩაქრობა სურთ დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს, რომელიც თურმე, აღმოჩნდა, რომ მდინარაძის კადრი ყოფილა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემიდან გაათავისუფლეს. „ქვეყანაში გაითიშა ელექტროენერგია, იყო სრული კოლაფსი, რაც 90-იანი წლებიდან გვახსოვს. ახლა შუქის ჩაქრობა სურთ დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 3 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 3 აგვისტოს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებული იქნება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია:დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის […]

Continue Reading

3 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 აგვისტოს წინასწარმეტყველ ეზეკიელის, ასევე სვიმეონის, ქრისტესთვის სალოსის და იოანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წინასწარმეტყველი ეზეკიელი წინასწარმეტყველი ეზეკიელი ქრისტეს შობამდე დაახლოებით ექვსასი წლით ადრე, იუდეველთა მეფე ოზიას დროს დაიბადა ქალაქ სარირში. იუდეური გადმოცემის მიხედვით, იგი იერემია წინასწარმეტყველის მსახური ყოფილა და მისივე მსგავსად მღვდელმსახურთა შთამომავალი. ცნობილია, რომ მამამისს ვუზი ერქვა, ჰყავდა ცოლიც, რომელიც მისთვის […]

Continue Reading

იტალია თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში სიცხის უმაღლეს განგაშის დონეს აცხადებს

იტალია თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში მაღალი ტემპერატურის გამო განგაშის უმაღლეს, „წითელ“ დონეს აცხადებს, რადგან ქვეყანა სიცხის ახალმა ტალღამ მოიცვა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე 19 ქალაქი – მათ შორის დედაქალაქი რომი, მილანი, ვენეცია და ნეაპოლი – უკვე „წითელი განგაშის“ ზონაშია, ორშაბათიდან კი ეს მდგომარეობა ქვეყნის 27 მსხვილი ქალაქიდან 25-ს შეეხება. გამონაკლისებია რეჯო-კალაბრია და მესინა, […]

Continue Reading

როდის გამოიდარებს შავი ზღვის სანაპიროზე და როგორი ამინდია მოსალოდნელი აგვისტოში? – მეტეოროლოგის პროგნოზი

რო­დის გა­მო­ი­და­რებს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე და რო­გო­რი ამინ­დი ელო­დე­ბა დამ­სვე­ნებ­ლებს აგ­ვის­ტო­ში? – ამ კი­თხვით გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როსს, დოდო გვა­ზა­ვას მივ­მარ­თეთ. რო­გორც გვა­ზა­ვამ გვი­თხრა, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე 3 აგ­ვის­ტო­დან გა­მო­ი­და­რებს. “სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია, პირ­ველ და ორ აგ­ვის­ტოს იყოს ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დი. ღრუბ­ლი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­საძ­ლოა, იყოს ხან­მოკ­ლე წვი­მა, თუმ­ცა ეს ხელს არ შე­უშ­ლის დამ­სვე­ნებ­ლებს. […]

Continue Reading

“ბალზი როსის“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა – დეტალები

კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე რესტორან „ბალზი როსის“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. „იზვესტია“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საავადმყოფოში ორი დაშავებული გარდაიცვალა. 112 იუწყება, რომ ექვსზე მეტი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია და ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. „იზვესტია“ იუწყება, რომ რესტორნის გარშემო კორდონი უკვე მოხსნილია და ადგილზე გამოძიება დასრულებულია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით: 🔸1 აგვისტოს საღამოს, კუდრინსკაიას […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 2 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 აგვისტოს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მაღალმთაში ღამით +11, +16°, დღისით +27, +32°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა […]

Continue Reading

2 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს „ილიაობას“– წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის, წმიდა ილია მართლის და წმიდა სალომე ქართველის ხსენების დღეს აღნიშნავს. წინასწარმეტყველი ელია წინასწარმეტყველი ელია ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი – ლევიტელთა ტომიდან იყო. ის ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ მოღვაწეობდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის 12 ტომიდან მხოლოდ ლევიტელებს ჰქონდათ იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურების უფლება. ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი […]

Continue Reading