ჰარალდ V-ის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ, 94 წლის პრინცესაც გარდაიცვალა

ნორვეგიის პრინცესა ასტრიდ მოდ ინგებორგი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არ დაზუსტებულა. პრინცესა ძმის, მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მეფის დაკრძალვის ცერემონიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც მონაწილეობდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის […]

Continue Reading

გიორგი ბარამიძე დააკავეს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე დააკავეს – პოლიტიკოსის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგადაც ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს.  ბარამიძეს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მიაკითხეს. პირდაპირი ეთერის ვიდეოში ისმის გამომძიებლის ხმა – “თქვენ დაკავებული ხართ”. პროკურატურას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია – უცნობია რა მოტივით დააკავეს გიორგი ბარამიძე.  ცნობილი გახდა, რომ 19:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის […]

Continue Reading

აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ახალ ენერგეტიკულ დერეფანს ავითარებენ

აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ახალ ენერგეტიკულ დერეფანს ავითარებენ. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა პროექტს „TANAP-ის ელექტრო ვერსია“ უწოდა. პირველ ეტაპზე ისინი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას გეგმავენ, მათ შორის 700 მეგავატიანი თურქეთ-საქართველოს ინტერკონექტორის. ასევე მუშავდება ნახჭევან-თურქეთის ელექტროკავშირი და აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგოსისტემებს შორის კავშირის შესწავლა მიმდინარეობს. მომავალში, პროექტი შესაძლოა ყაზახეთსა და უზბეკეთში მწვანე […]

Continue Reading

ლარი გამყარებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 12 სექტემბრიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6095, ევრო – 3.0247, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5239 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6101, ევრო – 3.0342, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5336 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 12 სექტემბერს […]

Continue Reading

სჯობს, რაც აღიარებული აქვს, იმ ბრალს დაემორჩილოს – გორდულაძე ღარიბაშვილს

ირაკლი ღარიბაშვილი სპეკულაციებს მარტივ ტყუილებზე აგებს და საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უმჯობესია, ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს დაემორჩილოს. მძიმეა საუბარი მმართველი გუნდის ყოფილ ლიდერზე, რომელიც დანაშაულში მხილებულია, დანაშაული აღიარებული აქვს და ახლა ცდილობს, რომ საკუთარი თავი ახლებურად წარმოაჩინოს და ამისთვის სპეკულაციებს […]

Continue Reading

გურჯაანში ერთადერთი ომის ვეტერანი ქალი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

გურჯაანში მცხოვრები ერთადერთი ომის ვეტერანი ქალი, მარიამ ბეჟაშვილი, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა. უხუცესი ვეტერანი სოფელ ჭანდარში ცხოვრობდა. პროფესიით ექთანი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 17 წლის ასაკში, ფრონტის წინა ხაზზე წავიდა და დაჭრილი და დაშავებული ადამიანების გადასარჩენად მუშაობდა. მარიამ ბეჟაშვილი რამდენიმე თაობას მოესწრო და სიცოცხლის ბოლომდე მეორე მსოფლიო ომის მოგონებებს ინახავდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „გურჯაანი“ ავრცელებს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

„დაველოდოთ, ან თვითონ განიკურნება და დატოვებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ან იმედია, ხალხი მიხვდება, რომ ასეთი უცნაური ადამიანები საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიაზე

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება – ბრალდებები ფინანსური გარიგებისა და მოსყიდვის შესახებ „ახლების“, „ნაციონალურ მოძრაობისა“ და იაგო ხვიჩიას პარტიას შორის ისმის. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები გვარამიას ნიკა გილაურისგან აღებულ მილიონებს ახსენებენ და მისგან კითხვებზე პასუხს ითხოვენ. თავად გვარამია კი ანა წითლიძეს ნულოვან პოლიტიკოსს უწოდებს და მასთან დებატებს არ აპირებს. „თავისუფალი ხალხის პარტიის“ სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ […]

Continue Reading

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, – ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მრავალი განსაცდელის და ბრძოლის პირობებში, განსაკუთრებით გვჭირდება ლოცვა და ღვთის შეწევნა. „ჩვენი […]

Continue Reading

დავით გარეჯი ოლიგარქ-დიქტატორმა ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ გაყიდა – შალვა ნათელაშვილი

აზერბაიჯანმა დავით გარეჯა მიიტაცა – ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა დღეს გარეჯის მისადგომებთან გააკეთა. “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ამტკიცებს, რომ ქართულ ტაძრებს სახელიც გადაარქვეს. მან აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირს ივანიშვილის და მისი გუნდის წევრების ბოლომდე დასანქცირებისკენ მოუწოდა, ასევე საპატრიარქოს მიმართა, ამოიღონ ხმა. დაამთავრეთ ივანიშვილის და მისი ბანდის დასანქცირება, სანამ სულ გაყიდის ამ ღვთითკურთხეულ მიწას და გადაეცით […]

Continue Reading