რამ გამოიწვია 6 თვის ორსულის გარდაცვალება – დეტალები

თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” წერს. მათივე ინფორმაციით, ქალი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო. როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ გარდაცვლილის მეგობრები უყვებიან, ურჩუხიშვილი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. მოგვიანებით ის გაწერეს, თუმცა მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, კლინიკაში ხელახლა დააბრუნეს. […]

Continue Reading

მეუფე ზენონი – სახელმწიფო მაშინ სუსტდება, როდესაც ადამიანები კარგავენ რწმენას, რომ მათ პირად არჩევანს საერთო მომავლის შეცვლა შეუძლია

სახლის ნგრევა ყოველთვის იწყება იქ, სადაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მის გადასარჩენად ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვთ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წმინდა სინოდის წევრი, მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი (იარაჯული) წერს. მისი აზრით, საქართველოსაც სწორედ ასეთი დრო უდგას. ჯერ კიდევ შეგვიძლია მისი გამაგრება. ჯერ კიდევ შეგვიძლია ბზარების გამთელება. „ჩვენი დროის ყველაზე დიდი პარადოქსი სწორედ ეს არის: არასოდეს გვქონია […]

Continue Reading

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ბექა კვიციანმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დანაშაულები სხვადასხვა ქვეყანაში ჩაიდინეს […]

Continue Reading

ნასვამი ახალგაზრდა მამაკაცი პირში გაზის იარაღით   გასროლის შედეგად მძიმედ დაჭრეს – სად მოხდა შემთხვევა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის დასახლებაში გაზის იარაღით გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა – ინფორმაციას Aktual.ge- ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა 26 ივლისის საღამოს მოხდა.  Aktual.ge-ის ცნობით,  ნასვამი ახალგაზრდა მამაკაცი პირში გაზის იარაღით   გასროლის შედეგად მძიმედ დაჭრეს. არსებული ცნობით,   ნასვამ ახალგაზრდას ეხუმრებოდნენ, რის შემდეგაც აღნიშნული ფაქტი მოხდა.  ინციდენტის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.   დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. არსებული […]

Continue Reading

ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის, ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის, „ბრექსიტი“ ამის საუკეთესო დასტური იყო – შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის, ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის, „ბრექსიტი“ ამის საუკეთესო დასტური იყო – სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, „მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 27 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ივლისს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილის საათებში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, […]

Continue Reading

27 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ივლისს მოციქულ აკვილას, სამოცდაათთაგანის მოწამე იუსტოსის, ღირსი ელიოზ მონაზვნის და ღირსი ონისიმე საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული აკვილა – სამოცდაათთაგანი წმიდა მოციქული აკვილა, სამოცდაათთაგანი იყო „ჰურიაჲ… პონტოელი ნათესავით“ და მეუღლესთან, პრისკილასთან ერთად ქალაქ რომში ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის (41-54) ზეობისას ყველა ებრაელი გააძევეს დედაქალაქიდან და აკვილაც მეუღლითურთ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. […]

Continue Reading

თბილისის საკრებულოსთან რამდენიმე პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებას წინ უძღოდა აქტივისტების მხრიდან შეძახილები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ასევე, მათ ხელში ეკავათ საპროტესტო ბანერები. ,,ინტერპრესნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს. ცნობისთვის, მანამდე, სამართალდამცველებმა თორნიკე თოშხუა დააკავეს, რომელიც საკრებულოსთან იდგა ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო განთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო […]

Continue Reading

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. დაშავებულთაგან ერთის, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ალაზნის ხიდთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ოთხივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის თქმით, დაშავებულებს უტარდებათ ყველა შესაბამისი მკურნალობა და […]

Continue Reading

შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა

რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე იქადაგა პატრიარქმა. შიო მესამემ გაიხსენა სახარებიუსეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5 000 ადამიანი დააპურა. უწმინდესმა ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. „ჩვენ რწმენის სახით ისეთი ძალა გვაქვს, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება; შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას. უფლის რწმენა ჩვენ გულში ეს არის გასაღები, […]

Continue Reading