ანა წითლიძე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი საკუთარი შვილების განათლებაში იხდის ასი ათასობით ლარს მაშინ, როდესაც ქვეყანაში სასწავლო წელი იწყება ასეთი სტატისტიკით – სკოლებში, ბავშვების 35% შიმშილობს

სტატისტიკის მიხედვით, სკოლებში, ბავშვების 35% შიმშილობს – ირაკლი კობახიძემ კი შვილების განათლებაში დახარჯა 72 000 ლარი; ნინო წილოსანმა 26 000 ლარი; გელა გელაძემ 145 000 ლარი; დავით სონღულაშვილმა 60 000 ლარი; ირაკლი ჩიქოვანმა შვილების განათლებაში დახარჯა 20 000 ლარი. ადამიანი, რომელიც ამ შენობაში ზის და საკუთარ თავს განათლების მინისტრს ეძახის, დაკავებულია იმით, რომ გურიაში სახლი აიშენოს,- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა […]

Continue Reading

ომბუდსმენი – ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებზე, ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობის პირობებზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ღარიბაშვილთან მან ხანგრძლივ პაემნებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. „ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, გავეცანი მისი ციხეში ყოფნის პირობებს, მათ […]

Continue Reading

თუ ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – გიორგი შარაშიძე

თუ ახლა, ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, ის სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძე მკაცრად იქნებიან გასამართლებულები და დასჯილები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ღარიბაშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ბინძურ, მოღალატე, კორუმპირებულ და ყველაფრის მკადრებელ პარტიად […]

Continue Reading

ვლადიმერ პუტინი – თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ხვალვე გავალთ

რუსეთი სომხეთიდან, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე გავა, თუ ერევანი სამხედრო ბაზას არასაჭიროდ ჩათვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ჩვენ ხვალვე გავალთ. მაგრამ, სომხეთი მზად არის ამისთვის? ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს”, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის […]

Continue Reading

შეუძლია მეხის გავარდნის ფუნქცია შეასრულოს – თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ინტერნეტგამოცემა “bm.ge”-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იცის ძალიან ბევრი რამ; იცის სიმართლე ბევრ საკითხზე, ბევრი რამის თანამონაწილე თავადაც იყო. მისივე თქმით, მას შეუძლია მეხის გავარდნის ფუნქცია შეასრულოს. “ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იცის ძალიან ბევრი რამ; იცის სიმართლე ბევრ საკითხზე, ბევრი რამის თანამონაწილე თავადაც […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში“ – ამის შესახებ წერია თამაზ ელიზბარაშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.  გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ თავდაპირველად ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით კი ბიზნესმენი სამმართველოში გადაიყვანა. შსს-ის ცნობით, ის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 2 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე […]

Continue Reading

2 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველ სამოელის, მოწამეთა: სევიროსის, მემნონისა და მათთანა 37 მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წინასწარმეტყველი სამოელი წინასწარმეტყველი სამოელი – ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული – ქრისტეს შობამდე ათასასორმოცდა-ექვს წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა – ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა […]

Continue Reading

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ არის ნაპოვნი. ჭალაადის მდინარესთან იპოვეს ახალგაზრდა ქალის მიერ დაქირავებული ავტომობილიც. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ირმა ინაშვილი – ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ის მიმართავს შესაბამის ორგანოებს, ექსპრემიერის მიმართ „განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი“ აამოქმედონ. ინაშვილი ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებას, რომელშიც ექსპრემიერი საუბრობს უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეზე და სვამს კითხვას რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი და ამბობს, რომ „რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა […]

Continue Reading