საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ამოქმედდა – რა ღირს სარგებლობა
საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ამოქმედდა. ინფორმაციას „ენგური ატრაქცია“ ავრცელებს. ზიპლაინის სიმაღლე მიწიდან 320 მეტრია, სიგრძე 600 მეტრი, ხოლო სიჩქარე 70კმ/სთ. ზიპლაინი ენგურჰესის კაშხალზე მდებარეობს. რაც შეეხება ღირებულებას, როგორც ცნობილი ხდება, ზიპლაინით დაშვება საქართველოს მოქალაქეებისთვის 50 ლარი ღირს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 80 ლარი. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
Continue Reading