ქართველმა კაცმა ირლანდიაში ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა – ვინ არის და რას ამბობს ქვეყანაში გმირად შერაცხული ახალგაზრდა?

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ჯოლოგუამ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ Dublin Live ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი დამსვენებელი პლაჟზე ზღვამ გაიტაცა, ის კი საქართველოს მოქალაქემ გადაარჩინა სიკვდილს. “რატომღაც კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით წავედი, მაშინ როცა ჩვეულებრივ აღმოსავლეთ მხარეს მივდივარ ხოლმე. ჩემი ნავის მარცხენა ბორტთან, დაახლოებით 300 მეტრში, რაღაც შავი დავინახე. მეგონა, ტივტივა ან სელაპი იყო. მაგრამ […]

Continue Reading

თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი

2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, ქ. თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

Continue Reading

სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატი – ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, გიორგი ჭიღლაძისთვის შეფარდებული გირაო გადავიხადოთ

სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატის, სერგი ცანავას განცხადებით, მომხდარის გამო შექმნილი დისკომფორტის გამო, მზად არიან, გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო 5 000 ლარი გადაიხადონ. როგორც ცანავა განმარტავს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და მათთვის საჭირო მასალები ამოიღეს. „გუშინ გავავრცელეთ პრეს-რელიზი, საღამოს დამატებითი ინფორმაცია, ვადასტურებთ, რომ კომპანიამ ამ შემთხვევაში მხარეებს შესთავაზა, რომ გარკვეულწილად […]

Continue Reading

6 თვეში ბანკების მოგებამ 1.878 მლრდ ლარი შეადგინა – რომელი მათგანი გამდიდრდა ყველაზე მეტად

2026 წლის იანვარ-ივნისში კომერციულმა ბანკებმა (მიკრობანკებმა) 1.878 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს. სებ-ის სტატისტიკით, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 20.5%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ბანკების მოგება 1.558 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” […]

Continue Reading

პატრიარქი ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ გამორჩეული ხელოვნებისთვის, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოც წერილში.ქართული ესტრადის ლეგენდას, საქართველოს სახალხო არტისტ ნანი ბრეგვაძეს, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „რომანსის დედოფალს“, 21 ივლისს 90 წელი შეუსრულდა.როგორც პატრიარქის წერილშია ნათქვამი, განუმეორებელი ხმის, შემოქმედებითი ხიბლის, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის, დახვეწილი მუსიკალური […]

Continue Reading

ქორწილის ინციდენტის დროს დაკავებული გიორგი ჭიღლაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა – რა გადაწყვეტილება მიიღეს სხდომაზე?

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თამარ კაპანაძემ კახეთის სასტუმროში, ქორწილის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებული, გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესის დროს გიორგი ჭიღლაძემ განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობდა და მისი მიზანი ასე დასრულება არ ყოფილა.  18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა – ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა […]

Continue Reading

“სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად, არაფერი კეთდებოდა, დღეს კი პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს” – კახა კალაძე თბილისში მოსულ უხვ ნალექზე

როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება, ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან თბილისში მოსულ უხვ ნალექზე ისაუბრა და განმარტა, რომ მერია გზების რეაბილიტაციის დროს, პირველ რიგში, სანიაღვრე სისტემებს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს. ამასთან, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 21 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და […]

Continue Reading

21 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საეკლესიო კალენდარში 21 ივლისი მოწამეების მირდატ მეფისა და პროკოფი პალესტინელის ხსენების დღეა. მირდატ მეფე წმიდა მოწამე მირდატ მეფე იყო ძე ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურისა. მირდატ მეფე ბიზანტიისაგან დაპყრობილი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას ესწრაფვოდა – ხოლო სპარსეთს კი ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევდა და მისთვის ხარკის გადახდაზეც ცივ უარს აცხადებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მეფე მირდატი იმდროინდელი მსოფლიოს […]

Continue Reading

გიორგი ჭიღლაძე – ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას – ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია

ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს, – ამის შესახებ თელავში, ქორწილში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის წერილშია აღნიშნული, რომელსაც მისი ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ავრცელებს. გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის და აცხადებს: „ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას“. „მე […]

Continue Reading