მე-8 სართულიდან გადახტომას ცდილობდა – ვინ და რატომ იკლავდა თავს ზუგდიდში
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან, ახალგაზრდა ქალი გადახტომას ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები. მაშველებმა ადგილზე გაშალეს ე.წ. ბატუტიც. ქალის სამაშველო ღონისძიება, თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მეგობართან კონფლიქტი ჰქონდა. სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, საბედნიეროდ, დროული ჩარევის შედეგად, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეძლეს. “ალია”
Continue Reading