“ლაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის ალალი დეიდაშვილი იყო” – გიორგი ლილუაშვილი

დიღმის სამმართველოში გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი და თანაპარტიელი, გიორგი ლილუაშვილი იკითხება. რო­გორც გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვილ­მა “TV პირ­ველს” გა­ნუ­ცხა­და, გარ­დაც­ვლი­ლი ლა­ზა­რე ჯორ­ბე­ნა­ძე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის ალა­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლი იყო. გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვი­ლის თქმით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ლა­ზა­რე ჯორ­ბე­ნა­ძეს თავი არ მო­უკ­ლავს და ამის არა­ერ­თი მი­ზე­ზი არ­სე­ბობ­და.“მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ლა­ზა­რეს, ანუ ზურა ჯორ­ბე­ნა­ძეს თავი არ მო­უკ­ლავს და ამის არა­ერ­თი მი­ზე­ზი […]

Continue Reading

„ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, ყველაფერი მოყვე, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს“ – გვარამიას მიმართვა და წილოსანის პასუხი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და აცხადებს, რომ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მას ემუქრება. გავრცელებულ ვიდეოში გვარამია წილოსანს მიმართავს და აღნიშნავს: „ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, რომ ყველაფერი მოყვე, რაც იცი, მეტი არ დაგჭირდება“. „ნინო წილოსანს მივმართავ. ნინო, ძვირფასო, უკვე არც თუ ისე ძვირფასო, გულწრფელად მინდა გითხრა, ხელისუფლება რომ შეიცვლება, […]

Continue Reading

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით, სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა . შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 ახალგაზრდა კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 5 სექტემბერს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში […]

Continue Reading

5 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 სექტემბერს მოწამე ლუპეს, მღვდელმოწამე ირინეოსის, ლიონელი ეპისკოპოსის, ღირსთა ევტიქისა და ფლორენტის, წმ. კალინიკეს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე ლუპე წმიდა მოწამე ლუპე, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა […]

Continue Reading

ტემპერატურამ შესაძლოა +38 გრადუსს მიაღწიოს – სინოპტიკოსი სექტემბრის ამინდზე

როგორი ამინდი იქნება საქართველოში სექტემბრის თვეში –  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. „სექტემბრის პირველი ნახევარი წვიმიანი და შედარებით გრილი იქნება. მეორე ნახევრიდან პირიქით, ნაკლები ნალექი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს. ზოგადად, სექტემბრის თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც კლიმატურ ნორმაზე მაღალი მაჩვენებელია. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. შავი […]

Continue Reading

2025 წელს მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია – რამდენი მილიარდერია მსოფლიოში

ანალიტიკური კომპანია Altrata-ს მონაცემების თანახმად, 2025 წელს მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაქსიმუმს, 3795-ს მიაღწია. ეს ზრდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო და განპირობებულია ხელოვნური ინტელექტის ბუმით, რამაც ხელი შეუწყო მსოფლიოში სიმდიდრის ზრდას. მილიარდერების ერთობლივმა სიმდიდრემ ასევე მიაღწია რეკორდულ 15.1 ტრილიონ დოლარს, რაც 12.8%-ით მეტია. მსოფლიოში 29 ულტრამდიდარი ადამიანია, რომელთა ქონება […]

Continue Reading

ესპანეთმა ტემპერატურის თავისივე რეკორდი მოხსნა

ესპანეთმა სექტემბრის ტემპერატურის ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ, Aemet-მა, სოციალურ მედიაში განაცხადა. სააგენტოს ცნობით, 3 სექტემბერს ელ გრანადოს მუნიციპალიტეტში ტემპერატურა 45.7°C-მდე (113.5°F) აიწია. ტემპერატურამ სექტემბრის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რომელიც 2016 წელს მონტოროს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, სადაც ასევე 45.7°C-ს (113.5°F) მიაღწია. ივლისში ესპანეთის ხელისუფლებამ მადრიდის ავტონომიურ თემსა და ავილას პროვინციაში (კასტილიისა და […]

Continue Reading

ევრაზიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი რეალურია… ამ ვითარებაში დიპლომატია უკვე აღარ მუშაობს და სახელმწიფოები ტოტალურ ომში აღმოჩნდებიან – რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ევრაზიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი რეალურია, – ამის შესახებ „ტასი“ წერს. „ევრაზიის მთელ სივრცეში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი სავსებით რეალურია და ეს უმძიმეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენი მონაცემებით, ევროპის ლიდერებს სჯერათ კონტროლირებადი ესკალაციისა და ზღვარზე ბალანსირების სტრატეგიის, რომელიც დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შეიმუშავეს“, – განაცხადა […]

Continue Reading

ინაშვილი გარეჯის საკითხზე მდინარაძე-კობახიძის გამოკითხვას ითხოვს

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვის შემდეგ ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას კობახიძისა და მდინარაძის დაკითხვა მოსთხოვა. მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ დაინტერესდნენ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჯორბენაძის „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემული ინტერვიუთი, რომელშიც უფლებადამცველი დავით გარეჯის საკითხზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ არსებობდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ გაფორმებული საიდუმლო დოკუმენტი. ინაშვილი ჯორბენაძის ამ განცხადებებსა და მის შემდგომ გარდაცვალებას შორის გარემოებების შესწავლას […]

Continue Reading