ძლიერ სიცხეს ევროპაში, სულ მცირე, 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

მხოლოდ ივნისის ბოლო კვირაში, ევროპაში ძლიერი სიცხის გამო 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ევროპული სიკვდილიანობის მონიტორინგის ქსელის, EuroMOMO-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, რისკის ქვეშ ყველაზე მეტად ხანდაზმული ადამიანები იმყოფებიან – გარდაცვლილთაგან 9 ათასზე მეტი 65 წელს გადაცილებული იყო. სპეციალისტების შეფასებით, ჭარბი სიკვდილიანობის ასეთი მაღალი დონის ახსნა ექსტრემალური სიცხის გარდა სხვა რამით „უკიდურესად რთულია“. […]

Continue Reading

რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე და კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე – ირაკლი კობახიძე

არის ქვეყანა – რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20 %-ზე და არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100 %-ზე, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად. მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს და უპირისპირდება […]

Continue Reading

კაია კალასი – საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს

საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ […]

Continue Reading

“თუ აზერბაიჯანი მთლიანად დატოვებს ევროპის საბჭოს, ჩვენი ქვეყანა ამას ვერც კი შეამჩნევს” – ალიევი

თუ აზერბაიჯანი მთლიანად დატოვებს ევროპის საბჭოს, ჩვენი ქვეყანა ამას ვერც კი შეამჩნევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიდად არაფერი შეიცვლება. დიახ, შესაძლოა, საბჭოს წევრად დარჩენა უკეთესი იყოს, არ ვიცი. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ეს შუშას მე-4 გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე განაცხადა. „ჩვენ არ გვინდა კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა […]

Continue Reading

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება – პრემიერი

ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორი პროექტში განახორციელებს 150 მილიონ აშშ […]

Continue Reading

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს – წირვას შიო III აღავლენს

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს. 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას”, 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს. სვეტიცხოვლობის დღესასწაული […]

Continue Reading

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ამავე ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც უწყება განმარტავს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 13 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით […]

Continue Reading

13 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმინდა დინარა დედოფალის ხსენების დღე. წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრება – სვეტიცხოვლობა საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს. […]

Continue Reading

კასპში, მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო

კასპში, მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი მდინარის ფსკერზე ქვიშისა და ხრეშის მოპოვების შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრმა ორმოა. არსებული ცნობებით, ახალგაზრდა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მას ეგონა, რომ წყალი მუხლამდე იყო, თუმცა მოულოდნელად ღრმა ორმოში ჩავარდა, საიდანაც ამოსვლა ვეღარ შეძლო. მომხდარის […]

Continue Reading