3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი მაშველებმა 3-დღიანი ძებნის შემდეგ, გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში შევიდა და გამოსვლა ვერ მოახერხა. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება – ამინდის პროგნოზი 8 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერება. თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს […]

Continue Reading

8 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ივლისს ღირსმოწამე ფებრონია ქალწულს მოიხსენიებს. ფებრონია ქალწული ღირსმოწამე ფებრონია ქალწული დიოკლეტიანეს (284-305) მეფობაში გაბრწყინდა მოწამეობრივი აღსასრულით. იგი იზრდებოდა ქალაქ სივაპოლის (ასურეთის ოლქი) მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო იღუმენია ბრიენა, წმიდა ფებრონიას დეიდა. იღუმენიამ, ზრუნავდა რა მის ცხონებაზე, თავის დისწულს სხვა მონაზვნებთან შედარებით მკაცრი კანონი დაუწესა. მონასტრის წესდების მიხედვით, პარასკევობით დები ხელს იღებდნენ […]

Continue Reading

თბილისის აეროპორტი დაიტბორა – მგზავრებს გასაფრენი დარბაზი დაატოვებინეს

თბილისის აეროპორტი დაიტბორა – როგორც მგზავრები “ტვ პირველს” ეუბნებიან, მათ გასაფრენი დარბაზი დაატოვებინეს. შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში ამ დროის მონაცემებით, გათიშულია ელექტროენერგიაც.  ცნობისთვის, ქალაქში ძლიერმა წვიმამ პროვბლემები შექმნა – დატბორილია თბილისის ქუჩების ნაწილი.  გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ინტენსიური სიცხის ტალღის გამო, ევროპას უფრო მომაკვდინებელი კვირები შესაძლოა ელოდეს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ სამშაბათს განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში ფორმირებადი ახალი, ინტენსიური სიცხის ტალღის გამო, ევროპას უფრო მომაკვდინებელი კვირები შესაძლოა ელოდეს. უახლოეს დღეებში პორტუგალიასა და ესპანეთის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურამ შესაძლოა 43°C-ს მიაღწიოს. ორშაბათს კლუგემ რეგიონის 41 ქვეყნის, ევროკომისიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა, რათა ივნისის სიცხის ტალღიდან მიღებული გაკვეთილები და […]

Continue Reading

„ქართული ოცნება” ცდილობს საზოგადოება შეაგუოს როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ დაკარგვას, ისე ქვეყნის ევროპული მომავლის განადგურებას – გახარია

სანამ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის და რეალობის დამალვისთვის იყენებს, ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს – ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,- ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს. მისი თქმით, ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, „მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს ეუთო-ს ხელმძღვანელებთან“.„ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, მნიშვნელოვან […]

Continue Reading

დოლარი ისევ იაფდება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6393 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6393 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6403 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0167 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0147 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

“ამ ეპარქიაში ვეცადე, მესწავლა მთავარი რამ, ეს არის ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა სამეგრელოსი, რისი ცოდნის გარეშეც შეუძლებელია, დღეს შეიცნო ქართული სული, ჩვენი კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი”

ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის და მომავალ სამსჯავროზე მოგვიწევს პასუხისგება თითოეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის […]

Continue Reading

საქართველო ნატოს სამიტზე არ მიიწვიეს – ოპოზიციაში ამას კატასტროფა უწოდეს, მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს არ დააკლდება

დღეს და ხვალ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო-ს) 36-ე სამიტს მასპინძლობს. ანკარაში 32 წევრი ქვეყნის ლიდერები არიან შეკრებილი, მათ შორის თურქეთის დედაქალაქში ჩავიდა დონალდ ტრამპი. დღეს დაგეგმილ ვახშამს ნატო-ს ლიდერებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც შეუერთდებიან. მედიის ინფორმაციით, […]

Continue Reading

ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი – პაპუაშვილი

სერბეთში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებსაც პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით მიმართა. მისი თქმით, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა იყოს. თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიღწევები და პროგრესი სამართლიანად, პროგნოზირებადი მიდგომის საფუძველზე და თანმიმდევრულად უნდა შეფასდეს. “ევროკავშირის ამჟამად შესუსტებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების საუკეთესო გზა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონებში – […]

Continue Reading