წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ – მან საქართველო ერთ კვირაში უნდა დატოვოს

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ – ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. მათი ცნობითვე, კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცეს. „დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ. სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული […]

Continue Reading

საქართველოში ტურისტების სიმცირის მიზეზი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა

რატომ შემცირდა საქართველოში ტურისტების რაოდენობა. ამ თემაზე განმარტება ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში გააკეთა.მისი ინფორმაციით, ტურისტების ნაკადის შემცირების მიზეზი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებია. “ტურიზმში კლება გამოწვეულია ირანის მიმართულებით და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებიდან, რამაც გარკვეულწილად ფრენებიც შეაფერხა, შემდეგ უსაფრთხოების ნაწილიც იყო გარკვეულწილად, რომ ერიდებოდა ხალხი აქტიურ ტურიზმში ჩართულობას. საბოლოო ჯამში, ზრდა ამ […]

Continue Reading

გორთან მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისიდან 53კმ-ში, ქალაქ გორში მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით, 11:55-ზე დაფიქსირდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

50 წლამდე ქალი საკუთარმა პიტბულმა დაგლიჯა

თე­ლავ­ში პიტ­ბულ­მა პატ­რო­ნი დაგ­ლი­ჯა. 50 წლამ­დე ქალს სა­კუ­თა­რი ძაღ­ლი და­ეს­ხა თავს და მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ძაღ­ლის ლიკ­ვი­და­ცია გახ­და სა­ჭი­რო. მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა თვა­ლის მიმ­დე­ბა­რედ. დაკ­ბე­ნი­ლი ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც თვალ­ზე ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ძაღ­ლი იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი იყო რომ ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­აც გა­მო­ი­ძა­ხეს. […]

Continue Reading

პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე ვიდეო-კადრებს აქვეყნებს

საქართველოს პროკურატურა მუქარის ფაქტზე ბრალდებული თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე კადრებს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კადრებში ასახულია 31 აგვისტოს ღამეს, რესტორნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გამოძიების ვერსიით, თამაზ ელიზბარაშვილი მანამდე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, შეიარაღებული დაბრუნდა. პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 4 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.დასავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე […]

Continue Reading

4 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 აგვისტოს მენელსაცხებლე მოციქულთა სწორ მარიამ მაგდალენელს იხსენიებს და მღვდელმოწამე ფოკას ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს.ათთა 13-თა მოწამეთა, ასევე მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი, […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი გამოკითხვის დეტალებზე საუბრობს

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი გამოკითხვის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავის ბოლო წერილში მხოლოდ ფაქტები დააკავშირა და კითხვები მედიაში გავრცელებული ეჭვების შესაბამისად დასვა. ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა მის ბოლო წერილთან დაკავშირებით. როგორც თამაზაშვილმა განმარტა, როდესაც ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაიგო და […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ღარიბაშვილს ისტერიკულად ეშინია მოწამვლის, ეშინია სასეირნოდ გასვლის, რადგან ადვილია მოულოდნელად “თავის ჩამოხრჩობა“, ციხეში მიცემულ წამლებსაც არ იღებს

ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობად გაფორმებულ მკვლელობაზე ყველაფერი იცის ზვიად ხარაზიშვილმა (ხარებამ). სწორედ ეროსის მოშორების შემდეგ იქცა ხარება პატრონის საყვარელ სპეცრაზმელად, როგორც მაგარი “ისპალნიწელი”. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ჩემთვის უკვე თვეზე მეტია, დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ისტერიულად ეშინია მოწამვლის , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, „თუ ვინ […]

Continue Reading

სომეხთა კათოლიკოსის საქმის განხილვაზე უკვე მესამე მოსამართლემ განაცხადა უარი

ერევნის საქალაქო სასამართლოს საერთო იურისდიქციის სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლე ვაჰაგნ მელიქიანმა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის და უმაღლესი სულიერი საბჭოს ექვსი წევრი ეპისკოპოსის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიმართა, რათა განისაზღვროს, რომელი სასამართლოს იურისდიქციას განეკუთვნება აღნიშნული საქმე. ამის შესახებ news.am-ი იუწყება. როგორც სომხური მედია წერს, ამგვარად, სომეხთა კათოლიკოსის წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვაზე უარს უკვე მესამე მოსამართლე აცხადებს. პირველმა მოსამართლემ, აკოპ მანუკიანმა, რომელმაც კათოლიკოსის საქმე […]

Continue Reading