ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ არის კორუფციის დიდოსტატთა კრებული

„ქართული ოცნება“ არის კორუფციის დიდოსტატთა კრებული, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მშვიდობის სახელით ქვეყანას უბედურება მოუტანა, უბედურებაა ის კორუფცია, რა კორუფციაშიც ჩაახრჩო ქვეყანა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება კლანური ინტერესებიდან გამომდინარე სამართლის გამოყენება ზეწოლისთვის და „ამ […]

Continue Reading

პირველკლასელების სასკოლო ფორმების შეძენა 1-ელი სექტემბრიდან ონლაინაც იქნება შესაძლებელი

პირველკლასელების მშობლები სასკოლო ფორმების შეძენას პირველი სექტემბრიდან სპეციალური ონლაინპლატფორმის საშუალებითაც შეძლებენ. ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ისე formebi.emis.ge-ზე, ონლაინ შეძენილი პროდუქტის მითითებულ მისამართზე მიწოდებას კი „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს. ახალი ელექტრონული პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს. “ელექტრონული პლატფორმა […]

Continue Reading

კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე – “ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე”

კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე კომენტარს აკეთებს – თბილსის მერი ამბობს, რომ ექს-პრემიერს სავარაუდოდ, ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ციხიდან წერლების გავრცელება. ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს – ამბობს კალაძე და ასევე დასძენს, რომ ყოფილ თანაგუნდელზე საუბარი “ძალიან უჭირს”. „ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც […]

Continue Reading

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა.  1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, თავდაპირველად, 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. 1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ […]

Continue Reading

პროკურატურა – ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს გენერალური პროკურატურა დიდი ოდენობით ქრთამის აღების იმ სქემას განმარტავს, რომელშიც, უწყების ცნობით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც იყო ჩართული. პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიდეომიმართვაში აღნიშნავს. პრემიერი უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობას, სიმტკიცეს და კეთილდღეობას უსურვებს „დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა […]

Continue Reading

პროკურატურა ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე ინფორმაციას ავრცელებს – ვინ მიაწოდა გამოძიებას დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ინფორმაცია

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, შედეგად საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 24 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და […]

Continue Reading

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას. “საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. 2026 წლის […]

Continue Reading

24 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 აგვისტოს მოწამე ევპოლოს მთავარდიაკონის, მოწამე სოსანა ქალწულისა და მისთანა: გაიოზ რომის პაპისა, გაბიანე ხუცისა, კლავდიოსისა, მაქსიმესი, პრეპედიგნასი, და ძეთა მისთა ალექსანდრესი და კუფეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი ეწამა 304 წელს, იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას. იგი სიცილიის ქალაქ კატანში მსახურობდა. ნეტარ ევპლიოსს მუდამ […]

Continue Reading