პროკურატურა – ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს გენერალური პროკურატურა დიდი ოდენობით ქრთამის აღების იმ სქემას განმარტავს, რომელშიც, უწყების ცნობით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც იყო ჩართული. პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიდეომიმართვაში აღნიშნავს. პრემიერი უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობას, სიმტკიცეს და კეთილდღეობას უსურვებს „დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა […]

Continue Reading

პროკურატურა ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე ინფორმაციას ავრცელებს – ვინ მიაწოდა გამოძიებას დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ინფორმაცია

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, შედეგად საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 24 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და […]

Continue Reading

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას. “საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. 2026 წლის […]

Continue Reading

24 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 აგვისტოს მოწამე ევპოლოს მთავარდიაკონის, მოწამე სოსანა ქალწულისა და მისთანა: გაიოზ რომის პაპისა, გაბიანე ხუცისა, კლავდიოსისა, მაქსიმესი, პრეპედიგნასი, და ძეთა მისთა ალექსანდრესი და კუფეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი ეწამა 304 წელს, იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას. იგი სიცილიის ქალაქ კატანში მსახურობდა. ნეტარ ევპლიოსს მუდამ […]

Continue Reading

“რევოლუციური გარდატეხა“ კიბოსთან ბრძოლაში – რა შედეგი აჩვენა ახალმა, პერსონალიზებულმა ვაქცინამ

ფარ­მა­ცევ­ტულ­მა გი­გან­ტებ­მა, Moderna-მ და Merck-მა, შექ­მნეს პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­მაც კა­ნის ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი სიმ­სივ­ნის – მე­ლა­ნო­მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს არ არის მხო­ლოდ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბის მცდე­ლო­ბა, არა­მედ ახა­ლი ეპო­ქის და­სა­წყი­სია, რო­მე­ლიც ონ­კო­ლო­გი­ას და კი­ბოს­თან ბრძო­ლას მთლი­ა­ნად შეც­ვლის. რო­გორ მუ­შა­ობს პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა? იმის გა­სა­გე­ბად, თუ რა­ტომ არის ეს სი­ახ­ლე ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, საკ­მა­რი­სია […]

Continue Reading

“ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შევძლებთ დემოკრატიული პროცესის განახლებას” – უკრაინის ექს-თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტობაზე

არჩევნებთან დაკავშირებით საუბრის წამოწყება ჩემი მორალური უფლებაა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ამის განხილვის არ უნდა გვეშინოდეს. დემოკრატია სწორედ ეს არის. თუ ჩემს საზოგადოებასთან ჩემი იდეების გაზიარებასა და ღიად საუბარს ვერ შევძლებ, მაშინ რისთვის ვიბრძვით? თუ არჩევნები არასდროს ჩატარდება, მაშინ ჩვენ დემოკრატია აღარ ვიქნებით“, – განაცხადა ფედოროვმა. ფედოროვმა მომავალში […]

Continue Reading

67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა, გარდაცვლილი იპოვეს

67 წლის მამაკაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა, გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ ნათესავი მამაკაცი მას ტელეფონით უკავშირდებოდა, ავიწროებდა და მასთან ისეთი სახის კონტაქტის დამყარებას ცდილობდა, რომელიც შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. მოზარდმა მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო. მოგვიანებით, ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის […]

Continue Reading

ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ცხედარი წუხელ ზღვამ გამორიყა. ოჯახი მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. “მთავარი” გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading