მობილიზაციის შიშით რუსები კვლავ საქართველოს საზღვარს მოაწყდნენ – „ვითარება 2022 წლის ანალოგიურია“

შემოდგომაზე შესაძლო მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ ჭორების ფონზე ათიათასობით რუსმა საქართველოში გამგზავრება გადაწყვიტა. რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „მგზავრთა რეკორდული ნაკადი“ დააფიქსირა, რასაც The Moscow Times ავრცელებს. უწყების მონაცემებით, 15 და 16 აგვისტოს საქართველოს საზღვარს ყოველდღიურად 19 000-ზე მეტი ადამიანი კვეთდა, ხოლო 18 აგვისტოს 20 000-ზე მეტი მგზავრი დაფიქსირდა. „ამჟამინდელი მაჩვენებლები […]

Continue Reading

გამოიკვეთა ორი პარტია: აფხაზეთის ჩამბარებელი მოღალატე „ქოცები“, ომის რიტორიკის მქადაგებელი უპასუხისმგებლო პოპულისტი „ნაცები“, მე კი ვამბობ – გავხდებით ევროკავშირის წევრები, საქართველო გაერთიანდება, ომი არ იქნება – გვარამია

ჩემი პოზიცია რაციონალურია და ნაფიქრი: შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს. მისივე თქმით, ეს მოიტანს ევროპულ პასპორტს და ყველა ევროპულ პრივილეგიას, ასევე ეკონომიკური კეთილდღეობას. „ირაკლი კობახიძე აფხაზეთთან დაკავშირებით ჩემი განცხადების თაობაზე: „აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას. უცხოურ აგენტურას […]

Continue Reading

რუსეთი ფრონტზე ჯარისკაცებისთვის ცხელი კერძების მისაწოდებლად დრონებს გამოიყენებს

რუსი სამხედრო მზარეულები დრონების მართვას ისწავლიან – ისინი მათ გამოყენებას ფრონტის ხაზზე საკვების მიწოდებისთვის გეგმავენ. რუსული გამოცემა „იზვესტია“ იუწყება, რომ რუსი სამხედრო შეფ-მზარეულების სასწავლო პროგრამა მოიცავს საჰაერო დრონებისა და სახმელეთო რობოტული სისტემების მართვის კურსს. ჯერ კადეტები დრონების დიზაინსა და ტექნიკურ მახასიათებლებს შეისწავლიან, შემდეგ კი პრაქტიკულ მომზადებაზე გადავლენ. სპეციალურად აღჭურვილ საწვრთნელ მოედანზე ისინი დრონებში საკვებს ჩატვირთავენ, […]

Continue Reading

სომხეთი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს

ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის ფარგლებში, სომხეთი თურქეთთან მინიმუმ ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის პროექტშია ნათქვამი. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომხეთი ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს და ევროკავშირში საწყისი გაწევრიანების შესახებ კანონის განხორციელებას გააგრძელებს. ასევე, გეგმავს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დასრულებას, ევროკავშირში სომხეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების მიზნით. გარდა […]

Continue Reading

ქარელში დაკავებულ პირს, რომელმაც მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა, 7 წლამდე სასჯელი ემუქრება

დააკავეს პირი, რომელმაც ქარელში, ცივი იარაღით, მამაკაცი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. უწყების განმარტებით, დაჭრილი, სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა თანასოფლელ […]

Continue Reading

“ჩაკრულოს” კოსმოსში მოგზაურობის დაწყებიდან თითქმის 50 წელი გავიდა – რას წერს აშშ-ის საელჩო

დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო როგორც საელჩო აღნიშნავს, ამერიკელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ ეგზემპლარებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო”. „დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო.1977 წლის 20 აგვისტოს, ფლორიდის შტატის კეიპ კანავერალის კოსმოსური ცენტრიდან, NASA-მ გაუშვა ხომალდი Voyager 2, […]

Continue Reading

მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედება 2027-2028 სასწავლო წლამდე გადავადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა – საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარშიც ჩატარდება. ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 20 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 20 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდანგავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ნავარაუდევია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. თბილისი: დილის საათებში ხანმოკლე […]

Continue Reading

20 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესია 20 აგვისტოს ღირსმოწამე დომენტი სპარსის და ორი მისი მოწაფის, მოწამეთა მარინისა და ასტერიოსის, ღირსი ორესის ღირსმოწამე პოტამია საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესია 20 აგვისტოს ღირსმოწამე დომენტი სპარსის და ორი მისი მოწაფის, მოწამეთა მარინისა და ასტერიოსის, ღირსი ორესის ღირსმოწამე პოტამია საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსმოწამე დომენტი სპარსისა და მისი ორი მოწაფე […]

Continue Reading

გაფრთხილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან – არ გადახვიდეთ მითითებულ ვებ-გვერდებზე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ სავარაუდო თაღლითურ სქემას, რომელიც შესაძლოა ფულის გამოძალვას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების თანახმად, მოქალაქეებმა მიიღეს სატელეფონო სმს შეტყობინებები მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების თაობაზე და მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი შეტყობინების შემთხვევაში, არ გადავიდნენ მითითებულ ვებგვერდზე. “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა გარემოსდაცვითი […]

Continue Reading