ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. .გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
Continue Reading