ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 16 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – უმეტეს […]

Continue Reading

`16 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16 აგვისტოს პირველმოწამე რაჟდენის, მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირულთა ასევე ღირსთა: ისააკის, დალმატის, და ფავსტოს, კოზმა განდეგილის, ანტონი რომაელის ხსენების დღეს აღნიშნავს. პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული წმიდა პირველმოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსი დიდებული იყო. როცა წმიდა ვახტანგ მეფემ (ხს. 30 ნოემბერს) სპარსეთის მეფის ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი ცოლად შეირთო, დედოფალს ქართლში […]

Continue Reading

პარტია „გახარია საქართველოსთვის“, დიდი ალბათობით, ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 17 აგვისტოს გამოცხადდება

მიუხედავად იმისა, რომ 3 ოქტომბერს ტარდება კონკრეტული მუნიციპალიტეტების კონკრეტულ ოლქებში ადგილობრივი მნიშვნელობის არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია ხელისუფლების ცვლილებისთვის, თუნდაც ადგილობრივი საკითხების მნიშვნელობის გადასაწყვეტად, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭო 17 აგვისტოს იმსჯელებს არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე და […]

Continue Reading

18 აგვისტომდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება – გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, […]

Continue Reading

ბრალდება წარუდგინეს მიკროავტობუსის მძღოლს, რომლის მგზავრებიდან 4 გარდაიცვალა – მას მართვის მოწმობის შესაბამისი კატეგორია არ ჰქონდა

პროკურატურამ მძღოლს, რომელიც გომისმთაზე მომხდარი ავარიისას მიკროავტობუსს მართავდა, ბრალდება წარუდგინა. ბრალდების თანახმად, მიკროავტობუსის მძღოლს, „შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია“ არ ჰქონდა. „საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, […]

Continue Reading

ესპანეთში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]

ესპანეთში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გრანადასთან ახლოს ღამით დაფიქსირდა (ეპიცენტრი ალენდინის რეგიონში იყო, ეპიცენტრი კი მხოლოდ 2 კილომეტრის სიღრმეზე). სასწრაფო დახმარების სამსახურებმა დაახლოებით 200 ზარი მიიღეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა მიწისძვრამ ზარალი გამოიწვია: მაცხოვრებლებმა კედლებში ბზარები, კარნიზების ჩამონგრევა და შენობების დაზიანება განაცხადეს. ანდალუსიის ხელისუფლებამ სეისმური მოქმედების გეგმის საგანგებო ფაზა გააქტიურა. ვიდეო

Continue Reading

სინამდვილეში არაფერი გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ – “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი უშიკიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ გიორგი უშიკიშვილს პოპულიზმსა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, რომ კახეთში თავის სასტუმროში რუსებს ქორწილის თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაზე უარს ეუბნება, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, რომ იქვე ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძის სოფელია, რუსებს ღონისძიება მოუწყოს. ჭეიშვილი უშიკიშვილს 2012 წელს რუსეთში […]

Continue Reading

დაკავებულია 5 არასრულწლოვანი, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებმა 30 000 ლარზე მეტი იზარალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30 000 ლარზე მეტი […]

Continue Reading

თბილისის მერია – ინტენსიურად იწმინდება ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქუჩები და ყველა პრობლემური ლოკაცია

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობოთ, პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. „წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და […]

Continue Reading