“4 აგვისტოს დაკრძალეს ლექსო თამაზაშვილის სიმამრი… მანამდე, “თვითმკვლელობა სცადა” რიჟვაძემ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ღარიბაშვილის ცოლის ძმის, ლექსო თამაზაშვილის სიმამრი, დავით ნანავა 4 აგვისტოს დაკრძალეს. ტელეწამყვანის თქმით, არსებული ვერსიით, დავით ნანავამ თავი მოიკლა. ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანი იხსენებს, რომ მანამდე “თავი მოიკლა” ციხის უფროსმა და პოლიციელმა რუსიაშვილმა, ხოლო უფრო ადრე “თვითმკვლელობა სცადა” რიჟვაძემ – “ესეც ღარიბაშვილის კლანია”. “4 აგვისტოს […]

Continue Reading

“არ გამოვრიცხავ, რომ კრიმინალები მიუშვეს და პატარა “შეანჯღრიეს” და ახლა ამ წერილით მიმართა ბიძინას, რომ საჯაროდ მაინც გააგონოს თავისი ხმა” – ხუხაშვილი ღარიბაშვილზე

“ღარიბაშვილი ამ წერილით უფრო ბიძინა ივანიშვილს მიმართავს” – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას ცდილობდა. თუმცა, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ირაკლი ღარიბაშვილისგან “იზოლირებული ჰყავთ”. შესაბამისად, დაკავებულმა ექს-მაღალჩინოსანმა საჯაროდ სცადა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება. ამასთან, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ერთდღიანი პაუზა ირაკლი ღარიბაშვილმა იმიტომ აიღო, რომ “იქნებ […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 18 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6152 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6162 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0315 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0233 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

“დიდი სიხარულით გელოდებით” – ქალკედონის მიტროპოლიტმა პატრიარქ შიო მესამეს მსოფლიო პატრიარქის მიპატიჟება გადასცა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს (ადამაკისი) უმასპინძლა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სტუმარმა უწმინდესს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის ძმური მოკითხვა გადასცა, საქართველოს ეკლესიის პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობების გაგრძელებასა და განმტკიცებას. შეხვედრის […]

Continue Reading

ირმა ინაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი, მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ – სოციალურ ქსელში კამპანიები არასდროს დამიგეგმავს, მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს

არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არასდროს არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია, ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით! მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს , – ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს. როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია და ამ მეგობრობაზე ის უარს არასდროს […]

Continue Reading

გიორგი გახარიას ადვოკატი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

მოვითხოვთ ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვას, ყველაზე მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ოკუპაციასთან დაკავშირებით. თავადაც ადასტურებს იმას, რომ 2012 წლის მერე არანაირი წინსვლა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰქონიათ, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ე.წ ჩორჩანას საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, წლების განმავლობაში აგორებულ „ტყუილს და პროპაგანდას“ თითქოს საქართველოს […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ ვრცელ წერილს გაავრცელებს. „ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ […]

Continue Reading

ნიკა გვარამია – კი, ეს შესაძლებლად მიმაჩნია და ჩემი აზრიც მაქვს, თუ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ უომრად დავიბრუნოთ აფხაზეთი და საერთოდაც გამოვრიცხოთ ნებისმიერი ომი საქართველოს ტერიტორიაზე

ფაშინიანზე ჩემს მიერ ნათქვამი რომ აფხაზეთის პარალელად გამოაცხადა პროპაგანდამ, როცა იმავე ინტერვიუში ვამბობ, რომ ფაშინიანის და სომხეთის მაგალითს ქართულ-აფხაზურ საკითხთან კავშირი არ აქვს, ნამდვილად არ მიკვირს – პროპაგანდის საქმე ტყუილებია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „ქოცებო“, აბა ომი გინდათ?! ტელეკომპანია „იმედი“ დილიდან თავის მაყურებელს ეუბნება, რომ ჩემს მიერ „ფორმულას“ ეთერში […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – სასწრაფოდ დარაზმვის და მოქმედებისთვის მომზადების დროა

აფხაზეთში და სავარაუდოდ ცხინვალში საწვავის მიწოდება არის ძალიან დიდი რამის ნიშანი და მომზადება. უახლოეს კვირებში ივანიშვილი აპირებს, გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა წაუყენა 2012 წელს ხელისუფლებაში მოყვანისთვის და ახლა უკრაინის ომის კვალობაზე გამდიდრებისთვის. ოთხ წელზე მეტია, ივანიშვილი იკვებება რუსეთის ხელიდან. გააორმაგა რა თავისი სიმდიდრე, რუსეთისთვის სანქციების ავლაში დახმარებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი […]

Continue Reading

შსს – კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე. უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ კობა ფარტენაძემ 16 აგვისტოს პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე […]

Continue Reading