გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, მათ შორის არიან “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე – “ქართული ოცნება”

იმის გასაანალიზებლად, „დიფ სთეითის“ გეგმაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რატომ შეიძლება ჰქონოდა, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მდებარეობისა და ისტორიული კონტექსტის გააზრებაც კმარა. პრემიერ – მინისტრმა შესანიშნავად ახსნა მოდელი, რომლის მიხედვითაც გარე ძალების აგენტებად ქცეული ადგილობრივი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოქმედებენ, თუმცა აღნიშნულ მოდელში არამხოლოდ ისინი, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც იდეალურად თავსდებიან, რაც ადასტურებს, რომ პროფესიის მიუხედავად, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 10 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებაშავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი, ნოტიო ჰაერის მასების და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°;სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

10 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 აგვისტოს ღირსი გიორგი მაშენებელის, 70-თაგანთა მოციქულთა: პროხორეს, ნიკანორის, , ტიმონას და პარმენ დიაკონთა, ასევე მოწამეთა: იულიანეს, ევსტათის და აკაკის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი გიორგი მაშენებელი ღირსი გიორგი მაშენებელი იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ივერონის მთავარი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის. ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის […]

Continue Reading

ეპშტეინის ქსელში გადაბირების ერთ-ერთი მთავარი ადგილი გამოვლინდა

ეპშტეინის ქსელში გადაბირების ერთ-ერთი მთავარი ადგილი გამოვლინდა პოპულარული ფრანგული კურორტი სენ-ტროპე გახდა ერთ-ერთი მთავარი ადგილი გოგონების ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის ქსელში ჩასათრევად. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Monde წერს. გამოცემის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების თანახმად, სენ-ტროპე საფრანგეთში მეორე დასაყრდენი იყო, სადაც ხდებოდა ქალების გადაბირება „სექსუალური ექსპლუატაციისთვის“ პარიზში, ფოშის გამზირზე მდებარე მისი ბინის შემდეგ. ეპშტეინი […]

Continue Reading

გრიგოლ გეგელია – ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ჯარს ომის დანაშაულებში დასდებს ბრალს, არის სულელი ან მოღალატე

წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი მაღალჩინოსნები აკეთებენ ყველაფერს, რომ ქართული სახელმწიფო დაადანაშაულონ ომის დანაშაულებში. ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად პარტიულობისა, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მხარეს წარმოადგენს, ვინც ქართულ ჯარს და ქართულ სახელმწიფოს ომის დანაშაულებში სდებს ბრალს, არის მოღალატე და არის სულელი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისი თქმით, „ლელოსთვის“ ეს […]

Continue Reading

ტრამპი მზადაა ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშეც კი დაასრულოს, თუმცა, WSJ-ის ცნობით, თეირანმა მკვეთრად გაზარდა ჰორმუზის სრუტის გახსნის ფასი

ტრამპი მზადაა ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშეც კი დაასრულოს, თუმცა, WSJ-ის ცნობით, თეირანმა მკვეთრად გაზარდა ჰორმუზის სრუტის გახსნის ფასი. გამოცემის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპი სულ უფრო მეტად ფოკუსირებულია არა ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე, არამედ ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნაზე. მან მრჩევლებთან ერთად განიხილა გამარჯვების გამოცხადების და კონფლიქტიდან გამოსვლის ვარიანტი, თუ კომერციული გადაზიდვები აღდგება. თუმცა, ირანმა მაქსიმალისტური […]

Continue Reading

ცხინვალი – ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შეფასებისას ნატო-ს ქვეყნების მიდგომების კვალდაკვალ, საკუთარი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას განაგრძობს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ე.წ. სამინისტრო არალოგიკურს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით“, რომელშიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის დასრულებისკენ […]

Continue Reading

დააკავეს მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოს სახურავზე შავი სამოსით და „ცელით ხელში“ პაციენტებს აშინებდა

უელსში, საავადმყოფოს სახურავზე უჩვეულო სანახაობამ პაციენტები, მათი ახლობლები და სამედიცინო პერსონალი შეაშინა – შენობის თავზე მამაკაცი შავ სამოსში გამოწყობილი, ხელში კი ცელის მსგავსი ნივთით იდგა. პოლიციის ინფორმაციით, 26 წლის ლეონ გილესპი შენობის სახურავზე ავიდა და იქ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. მას შავი, კაპიუშონიანი სამოსი ეცვა, რის გამოც მისი გარეგნობა „სიკვდილის ანგელოზს“ შეადარეს. ადგილზე პოლიციის რამდენიმე […]

Continue Reading

„გლოვოს” კურიერზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ 3 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში 3 პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. სამართალდამცველებმა 3 პირი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 9 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში – […]

Continue Reading