25 ივლისს, სისტემური ავარიის მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა – ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. დავით ნარმანიას თქმით, მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მეორე სისტემური ავარიის მოკვლევა დაიწყო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურად არსებული სისტემის შეფასებას, შესაბამისი ხარვეზების გამოვლენას და მერე უკვე ისეთი ღონისძიებების დაგეგმვას, რომელიც მომავალში, შესაძლო შეფერხებების შემთხვევაში, სისტემის ჩაქრობას […]

Continue Reading

სურსათის სააგენტომ საზამთროსა და ნესვის ნიმუშები გამოიკვლია – საშიშია თუ არა მათი მირთმევა

საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს – საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში. კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო-60 მგ.კგ […]

Continue Reading

ვიქტორ ყიფიანი – გვჭირდება ფართო სამოქალაქო თანხმობა სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე და ერთობა სამართლიანი არჩევნებისთვის

ხვალინდელი დღე უნდა იყოს ყველასი – გვჭირდება ფართო სამოქალაქო თანხმობა სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე და ერთობა სამართლიანი არჩევნებისთვის, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “ჯერ საქართველოს” თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა. მისი თქმით, “ჯერ საქართველოს” გუნდის ხედვით – ის, თუ როგორი უნდა იყოს ქართული სახელმწიფო, პირველ რიგში ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია. „ეს არ ნიშნავს, რომ კანონმა არ უნდა იკანონოს ან […]

Continue Reading

კახა კალაძე: სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას

„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ. შეეგუეთ ამ ყველაფერს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანის მიერ ახალი პარტიის დაფუძნების ფაქტს. მისი თქმით, ყიფიანი კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში არსებობს აგენტურული ქსელი, რომლის წარმომადგენლებიც დავალებებს გარედან იღებენ. „ეს ადამიანი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ემსახურებიან […]

Continue Reading

რა წერია საქართველოს უკანასკნელი მეფის ბეჭდის შესახებ ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცულ პუბლიკაციაში, რომელიც გიორგი კალანდიამ იპოვა

ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში საქართველოს უკანასკნელი მეფის ბეჭდის შესახებ ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცულ პუბლიკაციას აქვეყნებს:“საოცარი დოკუმენტი ვიპოვე საქართველოს უკანასკნელი მეფის საბეჭდავის (ბეჭდის) შესახებ- აი რა წერია ბრიტანეთის ბიბლიოტეკაში დაცულ ამ პუბლიკაციაში- ” საქართველოს უკანასკნელმა მეფემ თავისი საბეჭდავი რუსეთში დიდხანს მცხოვრებ ერთ სასულიერო პირს გადასცა. მან უფლება მომცა, გადამეწერა ქვემოთ მოყვანილი ცნობა და აღწერილობა და, ამასთანავე, […]

Continue Reading

არ არსებობს იმაზე თავნება მმართველობითი სივრცე, როგორიც დღეს საეკლესიო მმართველობაა – არჩილ გამზარდია

ჩვენი ეპისკოპატის ძირითადი ნაწილი ეკლესიას აღიქვამს იერარქიულ საკუთრებად, საკუთარ თავს კი კორპორატიულ დირექტორებად, რომელთაც ყველაფრის უფლება გააჩნიათ. ამის შესახებ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია აცხადებს. ის სოციალურ ქსელში, თავის პირად გვერდზე წერს, რომ საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი. “ამოსავალი საეკლესიო ძალაუფალთათვის არა იმდენად საღვთო სათნოებებია, არამედ საკუთარი ნება, სადაც […]

Continue Reading

ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ – ირაკლი კობახიძე

2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს. კობახიძის განცხადებით, […]

Continue Reading

რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზოუკვლოდ საქართველოში: ექვსი თვის სტატისტიკა

საქართველოში 2026 წლის 1-ელი ივლისისთვის უგზოუკვლოდ დაკარგულად 1.017ადამიანია დაფიქსირებული, აქედან 16 მათგანი 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში დაიკარგა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში. უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძირითადი ნაწილი, რომელთა აღრიცხვასაც შსს 1973 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე აწარმოებს, მამაკაცია. რაც შეეხება 2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს, წლის დასაწყისიდან საქართველოში 41 ადამიანი გაუჩინარდა, ნაპოვნია მხოლოდ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 4 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 4 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს […]

Continue Reading

4 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 აგვისტოს მენელსაცხებლე მოციქულთა სწორ მარიამ მაგდალენელს იხსენიებს და მღვდელმოწამე ფოკას ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს.ათთან 13-თა მოწამეთა, ასევე მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი, […]

Continue Reading