მოქალაქე, რომელიც სანაპიროზე ჰიდროციკლით ზღვაში მყოფ დამსვენებლებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს

მოქალაქე, რომელიც სანაპიროზე ჰიდროციკლით ზღვაში მყოფ დამსვენებლებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, რომელშიც ჩანს სამართალდარღვევის ფაქტი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. უწყების ცნობით, მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა […]

Continue Reading

“მოვუწოდებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სასწრაფოდ გამოიძახეთ თურქეთის ელჩი საქართველოში” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარის, შლავა ნათელაშვილის მტკიცებით, თურქეთის ქალაქ ანკარაში პარტიები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთდან და სოხუმთან ირდაპირი საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის დაწყების საკითხს განიხილავენ. ამასთან, პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ განიხილება მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და პასპორტების აღიარების საკითხიც. შალვა ნათელაშვილი მაკა ბოჭორიშვილს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძახოს თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და შექმნილ ვითარებაზე ახსნა-განმარტება მოსთხოვოს. სანამ ოლიგარქიული დიქტატურა […]

Continue Reading

ქართველმა მეზღვაურმა სიკვდილის პირას მყოფი 36 ადამიანი გადაარჩინა

ხმელთაშუა ზღვაში სიკვდილის პირას მყოფი 36 ადამიანის სიცოცხლე ქართველმა მეზღვაურმა გადაარჩინა. დავით ფანცულაია სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ მიგრანტები შუა ზღვაში გაჩერებულ მცირე ზომის გემში 4 დღე უწყლოდ და საკვების გარეშე იყვნენ. “მოგვივიდა შეტყობინება, დაახლოებით კოორდინატები, თუ სად შეიძლება ყოფილიყვნენ. ბევრმა აუარა გვერდი, რეაგირება არ ჰქონიათ. ამჟამად გემზე ვარ მე 1 ქართველი, 2 […]

Continue Reading

“ნაცმოძრაობის” ყრილობას თინა ბოკუჩავაც ესწრება – აპირებს თუ არა ის პარტიის დატოვებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ XIII ყრილობას მართავს. პარტიის ინფორმაციით, დღეიდან “ნაციონალური მოძრაობა” ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადადის. კერძოდ, დღევანდელ ყრილობაზე პარტიის დროებით მმართველ საბჭოს აირჩევენ, ხოლო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, პირდაპირი გზით, 6 თვის შემდეგ ჩატარდება. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე სიახლეც იქნება ისიც, რომ პარტიის წევრები საწევროს გადაიხდიან და პარტიას შემოწირულობის სახით დაეხმარებიან. ამასთან, მუშაობას დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმების […]

Continue Reading

გუდაურში იგეგმება სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა, ასევე, “სნოუპარკის” არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი – პრემიერი

გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა. შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს. ასევე, “სნოუპარკის” არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ასევე დაგეგმილია ახალი „გუდაურას“ ტრასის აღჭურვა ღამის განათებით. „ცალკე გამოვყოფ გუდაურის თემას, სადაც აქტიურად ვემზადებით […]

Continue Reading

ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინულ თვითმფრინავთან ახლოს, დრონი აღმოაჩინეს, რომელზეც სავარაუდოდ ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინულ თვითმფრინავთან ახლოს აღმოაჩინეს დრონი, რომელზეც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. საქმე ეხება 5 აგვისტოს ღამით ლაიფციგის აეროპორტში ფრენების შეფერხებას, რადგან ასაფრენ ზოლთან საეჭვო საგანი აღმოაჩინეს. გაზეთ „ბილდის“ ცნობით კი, საეჭვო ობიექტი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის, An-124-ის უშუალო სიახლოვეს ნახეს. რამდენიმე რეისი, მათ შორის ერთი სამგზავრო თვითმფრინავი, სხვა აეროპორტებში […]

Continue Reading

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 201, დაშავდა – 1925 ადამიანი – შსს-ს ავტოავარიების სტატისტიკა

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 267 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა. გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 201, ხოლო დაშავდა – 1925 ადამიანი. შსს-ს თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მომხდარი ავარიების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, ასე ნაწილდება. რაც შეეხება ავტოსაგზაოს შემთხვევების რაოდენობას ძირითადი გამომწვევი მიზეზების მიხედვით, 2026 […]

Continue Reading

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. მას იზოლატორთან ოჯახის წევრები და ახლობლები ტაშით და შეძახილებით დახვდნენ. შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის […]

Continue Reading

ერთი დაღუპული და ორი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის ავტობანზე

ქუთაისის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილის გადამზიდი ევაკუატორი შეეჯახა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. “ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

კახა კალაძე: „რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში პარკირებით სარგებლობა უფასოა, ხოლო მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები გათავისუფლდებიან გადასახადებისგან“

რუსთაველის გამზირზე წარმოებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე პარკირებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის დროებით უფასოა. გარდა ამისა, ამავე გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „რუსთაველის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში ფუნქციონირებს კომერციული ფართები, რომლებიც გაცემულია იჯარით. სარეაბილიტაციო პროცესში ეს ადამიანები განთავისუფლებული იქნებიან […]

Continue Reading