გაპრეზიდენტების შემდეგ დონალდ ტრამპი $2.7-მილიარდით გამდიდრდა

საერთაშორისო ეკონომიკური გამოცემა Forbes-ის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქონებამ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ $7 მილიარდს მიაღწია. როგორც ირკვევა, ამერიკელი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის კაპიტალი ამ პერიოდში $2.7 მილიარდით გაიზარდა. ჟურნალის ინფორმაციით, ტრამპმა ფინანსურ წარმატებას კრიპტოვალუტის პროექტებითა და საერთაშორისო გარიგებებით მიაღწია. გამოცემის შეფასებით, „ამერიკის ისტორიაში პოლიტიკით ამდენი თანხა არავის გამოუმუშავებია“. აღსანიშნი ფაქტია, რომ თავად დონალდ ტრამპმა […]

Continue Reading

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა და ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ 2.7 მილიარდ დოლარად შეაფასა, როგორც წინა წელს. მიუხედავად ქონების შეფასების უცვლელად დატოვებისა, ბიძინა ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 1 362-ე ადგილიდან 1 560-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რადგან ამ პერიოდში რეიტინგის სხვა წევრების ქონების შეფასება გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ქართველი მილიარდერის ქონება $4.9-მილიარდიან ნიშნულზე იყო, თუმცა, ამერიკულმა გამოცემამ მისი […]

Continue Reading

ანი ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ახალი შეფი ბაჩო ახალაიას “შვილების დაობლებით ემუქრებოდა”

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად პატირმობაში მყოფი ბაჩო ახალაიას მეუღლე, ადვოკატი ანი ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ახალი შეფი, თამაზ ბორაშვილი სუს-ის შენობაში გადაყვანის შემდეგ, მის მეუღლეს “შვილების დაობლებით ემუქრებოდა”. “თუ შენს მეგობრებზე ჩვენებას არ მისცემ, ორივეს 10 წლით ციხეში გაგვიშვებთ, თქვენი შვილი კი ობლად დარჩება” – ეს ამ ადამიანის, თამაზ ბორაშვილის სიტყვებია” – წერს სოციალურ ქსელში […]

Continue Reading

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო. თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე. უფრო კონკრეტულად, […]

Continue Reading

“შესაძლოა, გზის გადაკვეთის დროს, უკნიდან უმიზეოდ თავს დაგესხათ და თავში რამე ჩაგარტყათ” – რას წერს ფეისბუკმომხმარებელი

სოაციალურ ქსელში, “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” ერთ-ერთი ფეისბუკ-მომხმარებელი ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დაიმახსოვრეთ ამ ქალის სახე, რადგან შესაძლოა გზის გადაკვეთის დროს უკნიდან უმიზეოდ თავს დაგესხათ და თავში რამე ჩაგარტყათ. “11 სექტემბერს, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ ქვაფენილზე რომ გადასასვლელია, ამ გზაზე გადასვლას ცდილობდა ეს ქალი. მე მის უკან ვიდექი, შევამჩნიე, რომ უჭირდა გზის გადაკვეთა და […]

Continue Reading

ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს, მსგავსი სახის ექსპერტიზა ყველა მკვლელობის საქმეზე ინიშნება. “მკვლელობის ყველა საქმეზე ინიშნება ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ეს საქმეც არ არის რამე ფორმით გამონაკლისი. იმისათვის, რომ ყველანაირი ეჭვი გამოირიცხოს, ბრალდების […]

Continue Reading

,, დაყრუებულ ქართველებს მივმართავ! საქართველოს ყიდის ეს უბადრუკი ხელისუფლება!” – დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე: ,,პროვინციალიზმი თავის უკიდურესად მაღალი გამოვლინებით: ეს გუშინ ვნახეთ, – “ტრამპ-ტაუერის” პროექტისპრეზენტაციისას. ამერიკელ ბიზნესმენებს საკუთარი მიზანი აქვთ, – ეს მათი საქმეა. მე ამ ქაჯი ვაი-ხელისუფლების და ქაჯი ბიზნესმენების გამკვირვებია, – საქართველოს, მისი საოცარი კულტურისადა ხალხის შესახებ წარმოდგენაც რომ არ შერჩენიათ! აი, პარალელიც:ამ უბადრუკი ხელისუფლების და ქართველი ვაი-ბიზნესმენების მხარდაჭერილი მეორე პროექტი:მეტი ღიად და წესიერად, […]

Continue Reading

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კოსოვოს სპეციალურმა სასამართლომ ის და კიდევ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო 1998-1999 წლების ომის დროს თვითნებური დაკავებების, სასტიკი მოპყრობის, წამებისა და მკვლელობისთვის. 58 წლის ტაჩის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მის თანამზრახველებს 13-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თუმცა, სასამართლომ […]

Continue Reading

„ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ Enka-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის სასამართლოს 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რაც Justia U.S. Law-ს ვებგვერდზე ვრცელდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ამიტ პ. მეჰტას მიერ არის ხელმოწერილი. სასამართლო დადგენილება უკავშირდება საქართველოს მხრიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების […]

Continue Reading

83 დეპუტატის ხმით თამაზ ბორაშვილი სუს-ის ხელმძღვანელი გახდა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა. ბორაშვილს 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი. კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევა პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა. 2025 წლის 4 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ანრი ოხანაშვილმა დაიკავა, თუმცა მან სუს-ის უფროსის პოსტი ამავე წლის 23 […]

Continue Reading