“თუ ჩემი შვილი ცოცხალია, მაშინ მან თავისი ვინაობა არ იცის… ახლახან მამიდასაც ვკითხე და დამიდასტურა” – გურამ დადიანიძის დედის მორიგი მოულოდნელი ვერსია

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემას „შუადღე Live Shuadge Live“ სტუმრობდა, სადაც შვილის შესახებ ისაუბრა. გადაცემაში სოფო ბიბილაშვილმა დაკარგული შვილის პოვნის იმედსა და საზოგადოების მხარდაჭერაზე. „ძალიან ბევრი მწერს, მაიმედებს, რომ ვიპოვი ცოცხალს, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ თუ ჩემი შვილი ცოცხალია და ამ ყველაფერს უყურებს, მაშინ მისი ვინაობა არ იცის… […]

Continue Reading

პატრიარქი შიო მესამე: – “ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს”

ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი. უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ და თუ ღვთისმშობლის შობა, მიზეზი დედაღვთისმშობლის მოვლინებისა არის ჩვენი სიხარულიც, მაშინ ეს არის რისკენაც მოგვიწოდებს უფალი, – ამის შესახებ […]

Continue Reading

საკონსტიტუციოში გახარიას პარტიის ასაკრძალი სარჩელი შედის – რა პოზიციები აქვთ მმართველ პარტიას და ოპოზიციას, გაუქმდება თუ არა სადეპუტატო მანდატები – სტატია

განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა. მმართველი პარტიის სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრის პერიოდისთვის მიიღოს, რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, მხოლოდ, ერთი კონკრეტული პარტია ემატება. პარტიაში იმედი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება ამ საკითხის განსახილველად. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, გახარიას პარტია […]

Continue Reading

აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. უწყების განმარტებით, მონიტორინგი ა(ა)იპ “კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე დაიწყო. „საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში“.- განაცხადეს აუდიტის სამსახურში. […]

Continue Reading

ავტომფლობელებმა ჯარიმების რეკორდული ოდენობა გადაიხადეს – რა თანხა შევიდა ბიუჯეტში

2026 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 178 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.8 მლნ ლარით, ანუ 13.2%-ით მეტია. დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 71.2 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, […]

Continue Reading

აშშ-ში პრემიერის ტრამპთან შეხვედრა არ იგეგმება… საქართველო ამერიკასთან ურთიერთობის დინამიკით კმაყოფილია – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა არ იგეგმება. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, კობახიძე მხოლოდ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. “ეს გახლავთ ვიზიტი გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად, რაც არ წარმოადგენს ორმხრივ ვიზიტს. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციაში ვიზიტი. ალბათ გინახავთ, რომ ჟენევაშიც ეწყობა ხოლმე ვიზიტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, […]

Continue Reading

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს იგივე “დუმას” არჩევნებში მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა. ბიულეტენების 90.43%-ის დათვლის შედეგად, სახელისუფლებო გუნდი პირველ ადგილს 57.86%-ით იკავებს. მეორე პოზიციაზე კომუნისტური პარტია CPRF-ია, რომელმაც ხმათა 13.84% მოიპოვა. ულტრანაციონალისტურმა გაერთიანება LDPR-მა ამომრჩეველთა 8.9% მიიღო, პარტია “ახალმა ხალხმა” კი ხმების 7.94% დააგროვა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ზღვარს 4.95%-ით პარტია “უბრალოდ რუსეთიც” უახლოვდება. […]

Continue Reading

70 წლამდე ასაკის კაცი, მეზობელზე, 14 წლამდე ასაკის გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა – “მთავარი”

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 70 წლამდე ასაკის კაცი, მეზობელზე, 14 წლამდე ასაკის გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა. კაცი ტაქსის მძღოლია. “არასრულწლოვანი და 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყესთან ახლოს ნახა მონადირემ. ეს მამაკაცი არის ტაქსის მძღოლი და ბავშვი დაჰყავდა რაიონში წრეზე, ეს მამკაცი არის მეზობელი ამ ბავშვის. მას შემდეგ რაც მონადირებ აღნიშნული ნახა, მანქანით გამოედევნა და მოადგა ამ კაცს ბირჟაზე, […]

Continue Reading

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის ოჯახი ამტკიცებს, რომ ციხეში მათი შვილი ბადრაგებმა სასტიკად სცემეს

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ოჯახი ამტკიცებს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მათი შვილი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. დავითაძეები ჰყვებიან, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ცხრა ბადრაგს 36 წლის გიორგი დავითაძე დეესკალაციის ოთახში ჰყავდა ჩაყვანილი და ძალადობდა. ფაქტი დეკემბერში მოხდა,  გამოძიება დაწყებულია, თუმცა იმის გამო რომ ყველა ვადა ამოიწურა და არავინ დასჯილა, ოჯახი ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურება გადაწყვიტეს. დავითაძეების […]

Continue Reading

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე – პაპუაშვილი

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს. ის, რომ გვარამია იმეორებს კამპანიის გზავნილს, რაც საბოლოოდ გულისხმობს, საქართველოსგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გადაცემას რუსეთისთვის, არანაირი შანსი არ აქვს ქართველ ხალხში რაიმენაირად ფეხი მოიჭიროს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის შეფასებით, ალბათ, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ არ […]

Continue Reading