ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს

საქართველოს დროით 15 ივნისს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი ილია თოფურია UFC-ის ისტორიულ ღონისძიებაზე იბრძოლებს – ტურნირზე, რომელიც პირველად გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის, თეთრი სახლის ტერიტორიაზე. UFC Freedom 250 ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება და ფართომასშტაბიანი აღნიშვნის ნაწილს შეადგენს. ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება საქართველოს დროით 15 ივნისს, გამთენიას შედგება და მთავარ […]

Continue Reading

ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტი დღეიდან ამოქმედდება

მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში დღეიდან ამოქმედდება. ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2024 წლის მაისში მიღებული პაქტით გადაიხედა ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის ჩარჩო და ამჟამად ევროკავშირის მიგრაციისადმი ახალი მიდგომის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. „პირველად, ევროკავშირს აქვს მიგრაციისა და თავშესაფრის ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც მოიცავს გარე საზღვრების ძლიერ დაცვას, სამართლიან და მტკიცე თავშესაფრის წესებს და […]

Continue Reading

ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა?

სააგენტო “როიტერის” ცნობით, ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა SpaceX-ის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების წყალობით. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ტრილიონერი ის მხოლოდ „ქაღალდზე“ გახდა. მასკის წმინდა ქონება შეფასდა იმ ოფციებისა და აქციების საფუძველზე, რომლებსაც ის მომავალში მიიღებს თავისი მიზნების, კერძოდმ კოსმოსში კომპიუტერული მონაცემთა ცენტრების გაშვებისა და მარსზე ადამიანის დასახლების შექმნის შესრულების შემდეგ. ამ აქციების გამოკლებით, მასკის […]

Continue Reading

სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა მიმართულებით საქართველო ღიაა დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რაც განიხილებოდა ბრიუსელში კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი. „ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, ძალიან მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი […]

Continue Reading

12 ივნისის ამინდის პროგნოზი

12 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით […]

Continue Reading

12 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივნისს ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენის, წმიდა ევპლის, წმიდა მოწამების ნატალიას და სალონეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ისააკი, დალმატის მონასტრის იღუმენი ღირსი ისააკი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინეპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემლად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ […]

Continue Reading

მარნეულში სკოლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში, გვიან ღამით, 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.  “ტვპირველი”

Continue Reading

ირანი უარყოფს ტრამპის მტკიცებას კონფლიქტის დასრულების შესახებ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაგაიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცებას, სამშვიდობო შეთანხმების მოახლოებული ხელმოწერის შესახებ, სპეკულაციური უწოდა, იტყობინება ირანული სააგენტო IRNA. „შეთანხმების ხელმოწერის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია სპეკულაციური რჩება და ჯერ არაფერია საბოლოოდ გადაწყვეტილი“, – თქვა დიპლომატმა. მანვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, არაერთხელ შეცვალა თავისი პოზიცია და არაერთხელ დაარღვია […]

Continue Reading

ტრამპმა გააუქმა ირანზე დღეისთვის დაგეგმილი დარტყმები

ტრამპმა გააუქმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები და გამოაცხადა ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დრო და ადგილი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა Truth Social-ზე. „განხილვები და საბოლოო პუნქტები დამტკიცდა, როგორც კონცეპტუალურად, ასევე დეტალურად, ყველა ჩართული მხარის მიერ, მათ შორის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტის და […]

Continue Reading

რუსთავში მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე კიდევ 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, იძალადა მამაკაცზე. დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე […]

Continue Reading