სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა მიმართულებით საქართველო ღიაა დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რაც განიხილებოდა ბრიუსელში კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი. „ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, ძალიან მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი […]

Continue Reading

12 ივნისის ამინდის პროგნოზი

12 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით […]

Continue Reading

12 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივნისს ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენის, წმიდა ევპლის, წმიდა მოწამების ნატალიას და სალონეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ისააკი, დალმატის მონასტრის იღუმენი ღირსი ისააკი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინეპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემლად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ […]

Continue Reading

მარნეულში სკოლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში, გვიან ღამით, 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.  “ტვპირველი”

Continue Reading

ირანი უარყოფს ტრამპის მტკიცებას კონფლიქტის დასრულების შესახებ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაგაიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცებას, სამშვიდობო შეთანხმების მოახლოებული ხელმოწერის შესახებ, სპეკულაციური უწოდა, იტყობინება ირანული სააგენტო IRNA. „შეთანხმების ხელმოწერის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია სპეკულაციური რჩება და ჯერ არაფერია საბოლოოდ გადაწყვეტილი“, – თქვა დიპლომატმა. მანვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, არაერთხელ შეცვალა თავისი პოზიცია და არაერთხელ დაარღვია […]

Continue Reading

ტრამპმა გააუქმა ირანზე დღეისთვის დაგეგმილი დარტყმები

ტრამპმა გააუქმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები და გამოაცხადა ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დრო და ადგილი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა Truth Social-ზე. „განხილვები და საბოლოო პუნქტები დამტკიცდა, როგორც კონცეპტუალურად, ასევე დეტალურად, ყველა ჩართული მხარის მიერ, მათ შორის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტის და […]

Continue Reading

რუსთავში მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე კიდევ 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, იძალადა მამაკაცზე. დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე […]

Continue Reading

ამერიკამ ღამით ირანში 250 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ჩამოაგდო – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ღამით ირანში 250 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ჩამოაგდო. „გუშინ ღამით მათზე 250 მილიონი დოლარის ღირებულების ბომბები ჩამოვყარეთ. ეს სრული სიგიჟე იყო“, – განაცხადა მან Fox News-ში. პენტაგონის ცენტრალურმა სარდლობამ ხუთშაბათს ღამით გამოაცხადა, რომ ირანზე დარტყმები დაიწყო. ამას თეირანმა ამერიკულ ბაზებზე დარტყმებით უპასუხა. მოგვიანებით ტრამპმა ირანზე ახალი დარტყმების შესახებ დააანონსა, […]

Continue Reading

დოლარის ფასი ეცემა, ევროც იაფდება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0646 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0723 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

აშშ პირველად გახდა მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი მიმდინარე ომების წყალობით – “როიტერი”

„როიტერის“ ცნობით, აშშ პირველად გახდა მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომების წყალობით. ამგვარად, შეერთებულმა შტატებმა გადატრიალება მოახდინა ათწლეულების განბმავლობაში არსებულ წესრიგზე, რომელშიც დომინირებდნენ საუდის არაბეთი და რუსეთი, აშშ კი ახლოაღმოსავლეთის ნავთობზე იყო დამოკიდებული. 2010 წლის შემდეგ, ამერიკის მიერ ნავთობისა და გაზის მოპოვება მკვეთრად გაიზარდა, რამაც შეერთებული შტატები მსოფლიოში გაზის უმსხვილესი მწარმოებელი გახადა, […]

Continue Reading