ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა – ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. შენობა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, გიორგი ჭყონია კომპანიას ეკუთვნის. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც “პირველებს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზენულია, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა ლიფტის შახტაში. შედეგად არავინ დაშავებულა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading