უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია წერს. „სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება 12 ოქტომბერს“, – წერს ფარცვანია. ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდან იყო და სოფელ მერიის სკოლა ჰქონდა დამთავრებული. მისი დაღუპვის შესახებ სკოლის დირექტორმაც გაავრცელა ინფორმაცია. […]

Continue Reading