რა უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ შეძენისას – სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომლის გათვალისწინება აუცილებელია სურსათის (სასურსათო) დანამატების ონლაინ შეძენისას. “დღეს სასურსათო დანამატების შეძენა სულ უფრო ხშირად ხდება ონლაინ: • ვებგვერდების; • სოციალური ქსელების; • უცხოური პლატფორმების საშუალებით; ონლაინ ვაჭრობა მოსახერხებელია, თუმცა, უსაფრთხო არჩევანის გაკეთება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს სურსათის (სასურსათო) დანამატების შეძენისას ყურადღება მიაქციონ: […]

Continue Reading

დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები – სეს-მა აბაშაში რძისა და რძის პროდუქტების ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმე ნ. ბ-ის (მისამართი: აბაშა, თავისუფალების N67) ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას დადგინდა რომ ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად, დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები; დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო კანონმდებლობასთან შეუსაბამო სურსათი დაილუქა. სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს […]

Continue Reading