პრემიერი — კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როცა არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა. „ჩვენ, თავის დროზე, გახსოვთ, როდესაც […]

Continue Reading

“კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა” – “ლელო” პრემიერის ანგარიშს აფასებს

„ძლიერი საქართველო – ლელოში“ პრემიერ-მინისტრის ანგარიშს აფასებენ, რომელიც პარლამენტს წერილობითი სახით უკვე გადაეგზავნა. “ლელოს” წევრმა, გრიგოლ გეგელიამ დღეს, თავის განცხადებაში ის საკითხები მიმოიხილა, რომელიც პრემიერის ანგარიშშია თავმოყრილი. მისივე თქმით, საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას” საკადრისი პასუხი უნდა გასცეს. „მინდა გამოვეხმაურო ბატონი ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ტყუილების ანგარიშს. კობახიძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ შენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლიას პირველი გემები 6 წლის […]

Continue Reading

ოპოზიციაში დაპირისპირება ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისთვის კარგი და მნიშვნელოვანია – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციაზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისთვისა და დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის, კარგი და მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ქართული დემოკრატიის სისტემის გაჯანსაღებისთვისა და ჩამოყალიბებისთვის კარგია, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს, საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის მიერ შეტანილი სარჩელიც შეასრულებს, რომლითაც „ქართული ოცნება“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია […]

Continue Reading

პარლამენტს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში წარედგინა

საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ წლიური ანგარიში წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა. მთავრობის ხელმძღვანელი პარლამენტს ანგარიშს თავად ივნისის ბოლომდე წარუდგენს, თარიღი კი დაკონკრეტდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საანგარიშო პერიოდში განაგრძო ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის განვითარება. მთავრობის ცნობით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ციფრული მმართველობის, საჯარო სერვისების მოდერნიზაციისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 […]

Continue Reading