საია-ს ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე – პენიტენციური სამსახური ცრუობს – მოვუწოდებ, გამოაქვეყნონ კამერების ჩანაწერები, რომლებიც დაადასტურებენ ჭეშმარიტებას

ცრუობს პენიტენციური სამსახური, მათ არცერთ თანამშრომელს არ შეუმოწმებია გაკეთებული ჩანაწერების შინაარსი, შესაბამისად გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ადვოკატის მიერ გაკეთებული ჩანაწერები კორესპონდენციებს წარმოადგენდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე ავრცელებს. ადვოკატი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, გამოაქვეყნონ კამერების ჩანაწერები. „სივრცეში, სადაც მოვლენები ვითარდებოდა, დამონტაჟებული იყო მრავალი სათვალთვალო კამერა, რომლებზეც ხელი მხოლოდ მათ […]

Continue Reading

საია-ს ინფორმაცია “საფუძველს მოკლებულია” – პენიტენციური სამსახურის პასუხი ადვოკატისთვის საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა. უწყება განმარტავს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება ადვოკატის საქმიანობაში ხელისშეშლასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია. „სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები […]

Continue Reading

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან. როგორც უწყება განმარტავს, “2026 წლის 2 ოქტომბერს, 22:14 საათზე, ბ. ჭ-მ №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით ნიკოლაიშვილს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა. ამავე დაწესებულებაში 2026 წლის […]

Continue Reading