მთავრობამ პარლამენტიდან უკან გაიწვია კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ქუჩურ გარჩევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებდა

მთავრობამ პარლამენტიდან უკან გაიწვია კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ქუჩურ გარჩევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებდა. საქმე “სისხლი სამართლის კოდექსში“ ცვლილებას ეხება, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ახალი 2261 მუხლის – “დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრების“ დამატება და ამ ქმედებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება იყო გათვალისწინებული. პროექტი შს სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად 2019 წლის თებერვალში წარუდგინა. […]

Continue Reading

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”. “ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შესაბამისი სააგენტო შევქმენით, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. “ენჯეოს” ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს “ენჯეოები” თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ “ენჯეოები” […]

Continue Reading

26 მაისის ღონისძიებების დაფინანსებისთვის 8.9 მლნ-ია გამოყოფილი

მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსება გაზარდა. კერძოდ, მთავრობის 18 მაისის დადგენილების მიხედვით, უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა 8 081 647 ლარის ნაცვლად, 8 954 107 ლარი იქნება. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, უწყებების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 8 954 107 ლარი,“ – […]

Continue Reading