საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა პარტიების აკრძალვის სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნოს

“ლელო-ძლიერი საქართველოს” შუამდგომლობა, რომელიც ოპოზიციისაკრძალვის სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში საკონსულტაციო დასკვნის მიზნით გაგზავნას შეეხებოდა, არ დააკმაყოფილა. “პლენუმმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. ეს შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ ენდობიან. ის, რომ მხარე აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვენდობიო, მით უმეტეს პროცედურულ ნაწილში, საერთოდ დაუსაბუთებელია”- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ. “ლელოს” […]

Continue Reading

“ხელისუფლება არ ზრუნავს ქართული არმიის გაძლიერებაზე, 730 მილიონი სასაცილო თანხაა, აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი 7-ჯერ მეტია, სომხეთის კი 2-ჯერ” – “ლელო”

ქართული არმია საქართველოს მოქალაქის სიამაყის საფუძველია, მაგრამ ხელისუფლება არ ზრუნავს მის გაძლიერებაზე. 730 მილიონი დოლარი სასაცილო თანხაა, როცა ჩვენ საერთაშორისო შესყიდვებზე – იარაღის შესყიდვებზე ვსაუბრობთ. ეს თანხა არ ეყოფა „თბილისის დინამოს“, რომ 4-5 კარგი ფეხბურთელი შეისყიდოს, – ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, 2027 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს […]

Continue Reading

რუსეთში შავ ჭირთად დაკავშირებით “ლელო” ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს – “დაუყოვნებლივ ჩააბაროს მოსახლეობას ანგარიში – იმოქმედეთ, განმარტეთ, ახსენით!”

გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა გაამკაცრეს საზღვრების კონტროლი და გამშვებ პუნქტებზე სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი დაიწყეს, ამ ფონზე, გაურკვეველია, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო – საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს პასუხს იმაზე, თუ რა ზომებს იღებს დღეს ხელისუფლება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე […]

Continue Reading

გრიგოლ გეგელია – „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა გადააქცია ბიძინას ბოსტნად, რომელსაც ყველა უყურებს როგორც დაბალ ღობეს

მის [ირანის ელჩის] მიერ დედოფალი ქეთევანის ფრესკის საელჩოს შენობაზე მინათება, არის მანიპულირება და ქართული ეროვნული სენტიმენტის პროვოცირება – „ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა გადააქცია ბიძინას ბოსტნად, რომელსაც სამწუხაროდ ყველა უყურებს როგორც დაბალ ღობეს, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ირანის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ეს არის შედეგი “ქართული სუვერენიტეტის დაქვეითებისა […]

Continue Reading

სევდიანი სანახავია, როდესაც ერთ დროს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომელშიც დღეს იმყოფება – “ლელო” სააკაშვილს პასუხობს

სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა, – ასე პასუხობენ “ძლიერი საქართველო – ლელოში” მიხეილ სააკშვილის განცხადებას.როგორც „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამია, სევდიანი სანახავია, როდესაც ერთ დროს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომელშიც დღეს იმყოფება. „სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა. სიმართლეს […]

Continue Reading

“კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა” – “ლელო” პრემიერის ანგარიშს აფასებს

„ძლიერი საქართველო – ლელოში“ პრემიერ-მინისტრის ანგარიშს აფასებენ, რომელიც პარლამენტს წერილობითი სახით უკვე გადაეგზავნა. “ლელოს” წევრმა, გრიგოლ გეგელიამ დღეს, თავის განცხადებაში ის საკითხები მიმოიხილა, რომელიც პრემიერის ანგარიშშია თავმოყრილი. მისივე თქმით, საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას” საკადრისი პასუხი უნდა გასცეს. „მინდა გამოვეხმაურო ბატონი ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ტყუილების ანგარიშს. კობახიძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ შენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლიას პირველი გემები 6 წლის […]

Continue Reading

დაუყოვნებლივ გადახედონ ნარკოპოლიტიკას, რომელიც დღეს აშკარად მოშლილია – “ლელო” შსს-ს მიმართავს

„ძლიერი საქართველო – ლელო“ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას: დაუყოვნებლივ გადახედონ ნარკოპოლიტიკას, რომელიც დღეს აშკარად მოშლილია; გამოაქვეყნონ ნარკოტიკით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევათა სრული და რეალური სტატისტიკა; მიიღონ ქმედითი და სისტემური გადაწყვეტილებები, რათა ქვეყანაში ნარკოპანდემიის ახალი ტალღა შეჩერდეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე მესამე […]

Continue Reading