“თუ კობახიძეს გაუშვებდა, მხოლოდ თეა წულუკიანი უნდა მოეყვანა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ კანდიდატს მხარს არ დაუჭერდნენ” – კოტე კემულარია

ივანიშვილი ჯერ კიდევ 14 სექტემბერს იყო მზად კობახიძის გასაშვებად და მათ შორის კალაძეც, ორივე ერთად უნდა გაეშვა – ამის შესახებ TV პირველის “დღის ამბებში” პოლიტიკოსმა, კოტე კემულარიამ განაცხადა. მისი თქმით, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც “ოცნების” ძველი თაობა [ხუნდაძე, წულუკიანი სუბარი] აჯანყდა და “ულტიმატუმი წაუყენეს ივანიშვილს, რომ თუ კობახიძეს გაუშვებდა, მხოლოდ თეა წულუკიანი უნდა მოეყვანა […]

Continue Reading

ხატია დეკანოიძე: „დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს, კალაძეს სანქციები დაუწესდეთ“

მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქართველოს მეგობრები ჩვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ძალიან დიდი ხანი ვიბრძვით საქართველოს მშვიდობიანი ევროპული მომავლისთვის, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილ დებატებსა და მორიგი რეზოლუციის […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – სახარებისეული ფასეულობები გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურის, ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი

ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახარებისეული ფასეულობები გახდა სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი […]

Continue Reading

ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს – პრემიერი მოძალადე პოლიციელებზე

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს. მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირის დაკავებას ეხებოდა. „იმისათვის, რომ ასეთ ძალადობას არ მიეცეს, თუნდაც პოტენციურად, სისტემური ხასიათი, საჭირო იყო დღევანდელი რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა. სწორედ იმის გამო, […]

Continue Reading

ვნახე კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ. პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავების ქმედებები, რაც კადრებში ჩანს „აბსოლუტურად მიუღებელია“. „მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება ამაზე და რა თქმა უნდა, საზოგადოება იქნება ინფორმირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. […]

Continue Reading

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი საქართველოში გუშინ, 24 მაისს ჩამოვიდნენ და ქვეყანაში 29 მაისამდე დარჩებიან. დღის განმავლობაში მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვისა და კონკრეტულ […]

Continue Reading

პრემიერი – „30 ათასამდე ადამიანი ფიქტიურად იყო დასაქმებული, თუმცა ისევ იღებდა სოციალურ დახმარებას“ 

დასაქმების მაჩვენებლებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობნახიძემ დღეს განაცხადა, რომ 30 ათასამდე ადამიანი ფიქტიურად იყო დასაქმებული. თუმცა, ისევ იღებდა სოციალურ დახმარებას. ეს პროგრამა გაუქმდა, რამაც გამოიწვია დასაქმების ფორმალური შემცირება . „დასაქმებულთა შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 ათასი ადამიანი შეიძლება ითქვას, ფიქტიურად იყო დასაქმებული. რეალურად, დასაქმებულთა […]

Continue Reading

პრემიერი – სიღარიბე 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია – 2020 წლის შემდეგ სიღარიბე სამჯერ შემცირდა

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ – 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა. კობახიძე მიიჩნევს, რომ მაღალი […]

Continue Reading