სკოლის მოსწავლე დანით დაესხა თავს მასწავლებელს და მოსწავლეს

რუმინეთის ბისტრიცა-ნესეუდის რაიონში მეშვიდე კლასელმა დანით დაესხა თავს 28 წლის მასწავლებელს და 12 წლის მოსწავლეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს ნაკაწრებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. თავდამსხმელი დაუყოვნებლივ დააკავეს, ზოგიერთ მოსწავლეს კი მომხდარის გამო პანიკური შეტევები დაეწყო. მოზარდის მოტივებს პოლიცია იძიებს.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

აზოვის ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმას აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა და სამი დაშავდა

აზოვის ზღვაში ორ სატვირთო გემზე თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „როიტერს“ განუცხადა. ორივე გემზე სულ აზერბაიჯანის 25 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა სამინისტროს ცნობით, გემები აზერბაიჯანს არ ეკუთვნის. მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ მისმა დრონებმა ხუთი გემი მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტებში, ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სანაპირო […]

Continue Reading