აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა დროებით შეაჩერა – ასევე, იგეგმება ვიზების გაუქმება მათთვის, ვინც აშშ-ში ტურისტული, ან ბიზნეს ვიზით შევიდა

აშშ-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა დროებით შეაჩერა, – ინფორმაციას The Guardian-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის ყველა საელჩოსა და საკონსულოში გლობალური სასწავლო ინიციატივა წამოიწყო, რის გამოც, სავიზო მომსახურებისთვის დანიშნული გასაუბრებების განრიგი სასწავლო პროგრამის შესაბამისად შეიცვლება. სახელმწიფო დეპარტამენტში სასწავლო პროგრამის ვადები არ დააკონკრეტეს, თუმცა […]

Continue Reading

ევროკომისიის პრესსპიკერი უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს – როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას საქართველოს მხარესთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. […]

Continue Reading

ამერიკის ვიზისთვის საქართველოს 366 მოქალაქეს ყალბი ისტორია შეუქმნეს – დაკავებულია 9 ადამიანი

პროკურატურამ სამი ადამიანი დააკავა და კიდევ ექვსის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად. პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი ისტორიის (ქეისის) შექმნას და მათთვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. ასევე აშშ-ის და კანადის ვიზის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადებას. დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ თქვა, […]

Continue Reading