ექსკურსიის ავტომობილი ძამას ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა – არსებული ინფორმაციით, 6 პირი დაშავდა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ინტერპრენიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
Continue Reading

