ამერიკამ ქვეყნიდან დეპორტირებულები ცენტრალურ აფრიკაში ჩაიყვანა, მათ შორის ქართველებიც არიან – მედია

აშშ-მა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს და ყველაზე პრობლემურ ქვეყანაში, რამდენიმე მიგრანტის დეპორტაცია მოახდინა სადავო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, დეპორტირება გაუკეთოს იმ მიგრანტებს, რომელთა სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იუწყება. თვითმფრინავში, რომელიც ლუიზიანადან ხუთშაბათს საღამოს აფრინდა, დაახლოებით ორი ათეული მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის ირანელი პრო-დემოკრატი აქტივისტი. მისი ადვოკატის თქმით, თვითმფრინავი […]

Continue Reading

საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. მედიის ცნობით, 43 წლის მამუკა ართმელაძე 4 ივნისს ლუიზიანის შტატშია გარდაცვლილი. „ეიბისი ნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ უწყებამ კანონმდებლებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის შეტყობინების თანახმად, ართმელაძე უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. „გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და სიცოცხლის გადასარჩენად გაწეული ძალისხმევის […]

Continue Reading

მედია – სომხეთმა და აშშ-მა „ტრამპის გზის“ პროექტის ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს

სომხეთმა და აშშ-მა „ტრამპის გზის“ პროექტის ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთმა და აშშ-მა სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) შესახებ, რომლის პარაფირებაც მაისში, ერევანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიტისას შედგა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა დოკუმენტზე ხელმოწერისას ვიდეომიმართვა გაავრცელა. „ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წამის […]

Continue Reading

ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება – ტრამპი

ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოდკასტ Pod Force One-თან ინტერვიუში განაცხადა. „ისინი ამას დათანხმდნენ. შეუძლიათ, რომ აზრი შეიცვალონ, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელსაც დათანხმდნენ“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ირანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა მიმდინარეობს. „ირანი დიდებული წარმატებაა. ვნახოთ, რა მოხდება. შეთანხმებაზე ვმუშაობთ და თუ გამოვა, ეს […]

Continue Reading