საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება შესრულდება.
მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.
როგორც ცნობილია, თბილისში სიონის საკათედრო ტაძარში მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოილოცონ წმინდა ნინოს ჯვარი.
