გურიაში 13 წლის სკოლის მოსწავლე ოპერაციამდე, ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა

დღის სიახლეები სამართალი

ჩო­ხა­ტა­უ­რში 13 წლის სკოლის მოსწავლე კლინიკაში გარდაიცვალა – როგორც “პირველებს” ლუკა ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ოჯახის წევრები უცხადებენ, მო­ზარ­დმა ხელი მო­ი­ტე­ხა, რის შემდეგაც ის მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა არასრუწლოვანის მდგომარეობა მოულოდნელად მაშინ დამძიმდა, როცა მას საოპერაციოდ ამზადებდნენ და ნარკოზი გაუკეთეს. 

ოჯახი მთელი ღამის გამავლობაში კლინიკის პერსონალისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

როგორც “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას. 

კლინიკაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *