იაპონიამ პუტინის იტურუპში ვიზიტი გააპროტესტა. ეს მისი პირველი ვიზიტია კურილის კუნძულებზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იტურუპის კუნძული მოინახულა, რომელზეც პრეტენზიას იაპონია აცხადებს და რომელიც კურილის კუნძულების ბოლოში, ჰოკაიდოს მახლობლად მდებარეობს. წერს BBC. მოსკოვმა და ტოკიომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს, მთავარი დაბრკოლება კუნძულებთან დაკავშირებული გადაუჭრელი ტერიტორიული დავა იყო, რომლებსაც იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს უწოდებს. პუტინმა იტურუპზე თევზის გადამამუშავებელი ქარხანა მოინახულა. იქ მას ხიზილალით […]

Continue Reading

აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა

აშშ-ს კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ტანკერ Marinera-ს (ყოფილი Bella-1) 47 წლის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს, 10-თვიანი პატიმრობა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა. როგორც ოლქის პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 12 ივნისს კალანდაძემ ბრალი აღიარა აშშ-ის სანაპირო დაცვის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლომ უფრო მსუბუქი განაჩენი გამოიტანა. […]

Continue Reading

ტრამპის ადმინისტრაციამ 175 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 175 000-ზე მეტი ვიზა გაუუქმდათ. უწყების თქმით, ეს ადამიანები დანაშაულის ჩადენაში და ამერიკელების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში იყვნენ ბრალდებული. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვიზების უმეტესობა სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის ბრალდების გამო გაუქმდა, მათ შორის ნარკოდანაშაულის, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის, თავდასხმის, სექსუალური ძალადობის, ბავშვზე ძალადობისა […]

Continue Reading

WP: ტრამპმა თურქეთი საიდუმლოდ დატოვა ირანის მხრიდან მკვლელობის საფრთხის გამო. სატყუარად კიდევ ერთი საპრეზიდენტო თვითმფრინავი გამოიყენეს

The Washington Post-ის ცნობით, 8 ივლისს ტრამპმა თურქეთი საიდუმლოდ დატოვა C-32A სამხედრო თვითმფრინავით (მოდიფიცირებული Boeing 757), ხოლო თეთრი სახლი აცხადებდა, რომ ის Air Force One-ში (საპრეზიდენტო თვითმფრინავი) იმყოფებოდა. ტელევიზიის კამერების წინ ტრამპი Air Force One-ში ავიდა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ის და მისი რამდენიმე თანაშემწე თვითმფრინავის მოპირდაპირე მხრიდან კვების ლიფტით გაიყვანეს და C-32A-ში გადაიყვანეს. Air […]

Continue Reading

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით, ორი პირია დაკავებული

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, […]

Continue Reading

აფეთქება ბულგარეთში, EMCO-ს საბრძოლო მასალის საწყობში, რომელიც უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით 2014 წლის შემდეგ ამარაგებდა

ბულგარეთში, ტრიავნას ქალაქთან ახლოს, EMCO-ს საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებები მოხდა. აფეთქებებამდე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ტრიავნას მერმა დენჩო მინევმა ბულგარეთის სატელეგრაფო სააგენტოს განუცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. კვამლის გამო, ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, დახურონ ფანჯრები, ატარონ დამცავი ნიღბები და დარჩნენ სახლში. ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან დემერჯიევმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი […]

Continue Reading

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქალაქ პერეირაში მიწისძვრას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის მერის, მაურისიო სალასარის ცნობით, დანგრეული შენობების ნანგრევებში ადამიანები არიან ჩარჩენილი. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ მანისალესშიც, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა. მაშველები შენობების ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ჩოკოს დეპარტამენტში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 […]

Continue Reading

კასპიის მილსადენების კონსორციუმის მუშაობის შეფერხებების გამო, ყაზახეთი განიხილავს ალტერნატიულ მიწოდების მარშრუტებს, მათ შორის აზერბაიჯანის გავლით – მედია

კასპიის მილსადენების კონსორციუმის მუშაობის შეფერხებების გამო, ყაზახეთი განიხილავს ალტერნატიულ მიწოდების მარშრუტებს, მათ შორის აზერბაიჯანის გავლით. ინტერფაქს-ყაზახეთი ამის შესახებ იტყობინება ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით. სამინისტროში შესაძლებლად მიიჩნევენ ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სისტემით, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ბაქო-სუფსას მარშრუტით. ივლისში ყაზახეთის ხელისუფლებამ ექსპორტის ნაკადები გადაანაწილა. კერძოდ, ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნავთობის მიწოდება ატირაუ-სამარასა და ჩინეთში გაიზარდა. […]

Continue Reading

ევროპა დიდი ომის ზღვარზეა – სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მიიჩნევს, რომ ევროპა დიდი ომის ზღვარზეა. მან ეს მოსაზრება მედიაჯგუფ „აქსელ სპრინგერის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მათიას დოპფნერის პოდკასტში გამოთქვა. „ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო დიდი ომის დასაწყისში ვართ“, – თქვა ვუჩიჩმა. მას იმედი ჰქონდა, რომ ვინმე ცოტა ხნის წინ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევას გამოიჩენდა. „ეს არ მომხდარა და არც მალე მოხდება, რაც […]

Continue Reading

ომის დროს აზერბაიჯანმა ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია – ირანის პრეზიდენტი

ომის დროს აზერბაიჯანმა ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფეზეშქიანმა ბაქოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა და განსაკუთრებით აღნიშნა აზერბაიჯანის დახმარება ომის პერიოდში. მისი თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ აღდგა სატრანსპორტო მარშრუტები, ასევე განახლდა ირანის ბანკისა და საელჩოს მუშაობა. „ომის დროს ისინი მნიშვნელოვნად დაგვეხმარნენ სხვადასხვა მარშრუტით – როგორც რუსეთიდან […]

Continue Reading