„ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი – საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა

საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება, – ამის შესახებ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ დაუფასებელია როგორც ტურისტული მიმართულება და ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. „საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში 0%-იან კორპორაციულ გადასახადს იხდიან, ხოლო დივიდენდებსა და ხელფასებზე მხოლოდ 5%-იან გადასახადს”, – აღნიშნა დუროვმა. ცნობისთვის, პაველ დუროვი მანამდე საქართველოში […]

Continue Reading

“ყველამ ხომ იცის, რომ ბერა ივანიშვილი ალაგებს ყველაფერს კრიმინალებთან” – ხატია დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებასა და პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კრიმინალის ყველა კუნძულს თბილისში და საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრი მფარველობს. დეკანოიძემ ტლეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ სწორედ ბერა ივანიშვილის ალაგებს ყველაფერს კრიმინალებთან და ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც ხელს მოკიდებს ბერა ივანიშვილის ძმაკაცს, ან ვინმე მაღალჩინოსნის ძმაკაცებს, ვინც ბიძინა ივანიშვილთან არის […]

Continue Reading

მეწყერი ადიგენში – დაზიანებულია სახლები და ავტომანქანები

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დააზიანა. როგორც ადგილობრივები წერენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციასა და კადრებს ადგილობრივი მედია TOK2Region ავრცელებს.  გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის მიმართ სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილია. კერძოდ, ევროკავშირის საბჭოს თანახმად, ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში. “ევროკავშირი სამიზნეში იღებს ნავთობის სექტორს, კერძოდ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ის ასანქცირებს 18 იურიდიულ პირსა და […]

Continue Reading

ჯო უილსონი – “ანტი-ამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი კიდევ ერთხელ ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმის ესკალაციას – ყველა ვარიანტი განიხილება

ვახო სანაიასა და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს. კონგრესმენის თქმით, ყველა ვარიანტი განიხილება. უილსონი „ქართულ ოცნებას“ გამოხატვის თავისუფლებაზე თავისი თავდასხმის ესკალაციაში ადანაშაულებს. “ანტი-ამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი კიდევ ერთხელ ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე თავისი თავდასხმის ესკალაციას! ვახო სანაიასა და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ. ყველა […]

Continue Reading

ნათელაშვილი ივანიშვილს მოუწოდებს, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ცხელი აგვისტოს დაწყებამდე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამ არჩევნებში “ოცნებამ” მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. “რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი რაც შეიძლება ჩქარა და დადექით ხალხის გვერდით” – ამბობს ნათელაშვილი. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დღეს გამართულ ბრიფინზე ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ […]

Continue Reading

ვარშავაში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა ავტოსალონი და მასში მდგომი ყველა ავტომობილი გაანადგურა

ვარშავაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც მთლიანად გაანადგურა ავტოსალონისა და სარემონტო სახელოსნოს შენობები, რომლებიც დაახლოებით, 3500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავდა, იუწყება RMF 24. ღია ცეცხლი ჩააქრეს. თვითმხილველების თქმით, ხანძრის დროს აფეთქებები გაისმა და შენობებში და მიმდებარე ავტოსადგომზე ათობით ავტომობილი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

საქართველოში ევროპიდან 249 ათასმა ვიზიტორმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 611 ათასმა რუსეთიდან

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2%-ით შემცირდა და 1.93 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კლება ძირითადად ვიზიტორთა რაოდენობის შემცირებას უკავშირდება — იანვარ-ივნისში საქართველოს 2.73 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76 ათასით, ანუ 3%-ით ნაკლებია. მიუხედავად შემოსავლების შემცირებისა, ერთ ვიზიტორზე საშუალო დანახარჯი გაიზარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული […]

Continue Reading

მე დავისაჯო კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ, ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ – იუმორისტის ცემის ბრალდებით დაკავებული

ე.წ. იუმორისტი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც წლებია ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა – დარწმუნებული ვარ ამაში ფულს უხდიან და ესენიც ყველაფერს კადრულობენ, – ამის შესახებ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ცემის ბრალდებით დაკავებულ ნიკო ხურცილავას წერილშია ნათქვამი, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ადვოკატ შოთა მირველაშვილს გამოატანა. […]

Continue Reading

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – როდის იცვლება ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. მათივე ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. ამასთან, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, […]

Continue Reading