საქართველო და რუსეთი შეიძლება სამმა მაგისტრალმა დააკავშიროს – vestikavkaza.ru

ამ სათაურით აქვეყნებს მასალას რუსული გამოცემა vestikavkaza.ru რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვსა და თბილისს ამჟამად დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, საქართველო და რუსეთი განიხილავენ კომუნიკაციების განვითარების რამდენიმე პროექტს: მიმდინარეობს ისტორიული საქართველოს სამხედრო მაგისტრალის მოდერნიზაცია; არაოფიციალურად განიხილება ინგუშეთის გავლით რკინიგზის და ჩეჩნეთის გავლით ავტომაგისტრალის მშენებლობის შესაძლებლობა. რატომ არის საჭირო ახალი გვირაბი საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით? რამდენიმე წელია, […]

Continue Reading

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) შორის ხელი ტრამვაის პროექტირებასა და მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. “იდეიდან და დაპირებიდან გადავდივართ კონკრეტულ საქმეზე. ეს ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება. […]

Continue Reading

პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის და ახალი სახელი „თავისუფალი ხალხის პარტია“ იქნება

პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის და ახალი სახელი „თავისუფალი ხალხის პარტია“ იქნება. როგორც პარტია განმარტავს, არის შემთხვევები, როდესაც ისეთ ვინმეს წარმოაჩენენ მათ „ძმად ან აქტივისტად, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია არც მათთან და არც თავისუფლებასთან“. მათივე განცხადებით, აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რათა „ეს დასრულდეს და დაირქვან ის, რაც რეალურად არიან.“ „ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. […]

Continue Reading

ანა წითლიძე – მოვუწოდებ პროკურატურას, თუ ვინმე უნდა დაკითხოთ საქართველოში გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან პროკურატურას მოუწოდა, სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დაკითხოს. „ბარბარე რაფალიანცი მოკლულია ბიძინა […]

Continue Reading

ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილებზე

ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა, ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილს, სადაც ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი წინამორბედის წერილები არასერიოზულია. „ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული, […]

Continue Reading

საქართველოში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე მონაცემებით, მათ შორის: „2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.4%-იანი ზრდით, […]

Continue Reading

სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში – მამა სკოლის მოსწავლის მშობლებს სახლში დანით მიუვარდა

სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში – მესტიაში ორი ადამიანი დაჭრეს. დაპირისპრებას წინ, ორ მოზარდს შორის დაქწყებული კონფლიქტი უძღოდა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანის მამა სკოლის მოსწავლის მშობლებს სახლში დანით მიუვარდა.  დაპირისპირება კი დაჭრით დასრულდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.  ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.  “სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 7 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ქარი, ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან […]

Continue Reading

7 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს – 7 სექტემბერს მოციქულ ბართლომეს ნაწილთა აღმოყვანება აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში ეს დღე ასევე არის მოციქული ტიტეს 70-თაგანისა, მღვდელმთავართა: ბარსისეს და ევლოგის, ედესელ ეპისკოპოსთა და პროტოგენი აღმსარებელის, კარიელი ეპისკოპოსის, ასევე წმიდა მინას, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღე. აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი […]

Continue Reading

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს:  “გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბოლო კვირებია ნია იმნაძის ადვოკატი და ოჯახი პრაქტიკულად დღე და ღამე საქმის მასალებს ვკითხულობთ. ყველა გვერდი, ყველა დოკუმენტი, ყველა ჩვენება, ყველა მიმოწერა, ყველა სიტყვა — თითოეული დეტალი არაერთხელ იქნა წაკითხული, შესწავლილი და გაანალიზებული. Საქმის მასალებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ნია იმნაძემ […]

Continue Reading