ამინდის პროგნოზი 17 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; მთაში […]

Continue Reading

17 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 ივლისს წმიდა ანდრიას, კრეტელი მთავარეპისკოპოსის, ღირსისა მართას, სვიმეონ მესვეტისა დედის, მოწამეთა თეოდოტესი და თეოდოტიას, ღირსი ანდრია რუბლიოვის ხსენების დღეს აღნიშნავს წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. 680 წელს წმიდანი მთავარდიაკვნის ხარისხში VI […]

Continue Reading

“ჩვენ ველოდით, რომ ამერიკიდან გამოაძევებდით რეჟიმის ლიდერთა ამერიკაში მყოფ ოჯახის წევრებსაც” – რა წერილით მიმართავს შალვა ნათელაშვილი მარკო რუბიოს და კონგრესმენებს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მარკო რუბიოს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ყველა წევრს წერილს უგზავნის. შალვა ნათელაშვილი ამერიკას სთხოვს, საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების რიცხვიდან, რომლის მოქალაქეებსაც ამერიკაში სამოგზაუროდ მოეთხოვებათ წინასწარი, 15 000 დოლარამდე ფულადი გირაო. “ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას მეგობარი ამერიკელი ხალხისა და პირადად […]

Continue Reading

საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა, სამი მგზავრი კი დაშავდა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ ბადიაურში ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით მუნიციპალური ავტობუსი ნაწვიმარ ასფალტზე, სავარაუდოდ, მოცურდა და გადაბრუნდა, შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული და წინასწარი შეფასებით მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]

Continue Reading

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ცვლის, რაც გარკვეულ დაბრკოლებებს შექმნის

აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ცვლის. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი დადგენილებით, ფიქსირებული ვადები დაწესდება F ტიპის ვიზებისთვის, რომლებითაც უცხოელი სტუდენტები სარგებლობენ, J ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც კულტურული გაცვლის პროგრამების მონაწილეებს აშშ-ში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს და I ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე გაიცემა. ახალი რეგულაცია ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღის შემდეგ შევა ძალაში და კონგრესში […]

Continue Reading

დოლარი ისევ იაფდება – ვალუტის კურსი 17 ივლისის

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6333 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.11 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.19 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0191 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.93 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის […]

Continue Reading

პირველად ისტორიაში საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ღიად იწონებს და აქებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი და მტერი – “ლელო” ზახაროვას განცხადებაზე

ეს [მარია ზახაროვას განცხადება] არის კიდევ ერთი, მეასე შემთხვევა, როდესაც კრემლი ღიად აქებს „ქართული ოცნების“ რეჟიმს და იწონებს იმ პოლიტიკის კურსს, რასაც ეს რეჟიმი ატარებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველთა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, კრემლის გასახარად, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა. მისივე […]

Continue Reading

ვაკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. “კომპანია “გრინსერვისი+“-ის უკვე ყოფილმა დირექტორმა საპატიმრო გუშინ დატოვა. ლაშა ფურცხვანიძე, რომელსაც ექვს წლიანი პატიმრობა 2023 წლის 10 ივლისს შეეფარდა, “პირველებს” ეუბნება, რომ საპატიმროდან ელექტრონული სამაჯურით გამოუშვეს. საქმე ეხება ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიებსი თანახმად, შადრევანი, საიდანაც დენმა […]

Continue Reading

მე ყველაფერი მოგეცით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ეს არის, მოგიწოდოთ, ძალიან გადამწყვეტი გაბრძოლებისთვის და რწმენისთვის – რა მიმართვას ავრცელებს სააკაშვილი

გამოცხადდება ივანიშვილის ოჯახური დინასტია და საქართველო ოფიციალურად გადაფორმდება მისი მემკვიდრეების საკუთრებაში, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს თელავისა და ბათუმის ნგრევა და თუ ასე გაგრძელდება და ხალხი ხმას არ ამოიღებს, შემდეგი ოკუპირებულ აფხაზეთზე უარის თქმა და რუსეთზე გადაფორმება იქნება. “მე მინდა, მივმართო დღეს ქართველებს, ჩემო ძვირფასო თანამემამულე […]

Continue Reading

პირდაპირ მზად არიან გავლენის ყველა ბერკეტი გამოიყენონ, რათა მათთვის არასასურველი მოქმედი მთავრობა გადააყენონ – ზახაროვა საქართველოსა და დასავლეთზე

საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. „თუ ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის საკითხებთან დაკავშირებულ დღის წესრიგზე, მაშინ თანამედროვე საქართველო თვალსაჩინო მაგალითია უპრეცედენტო ჩარევის იმ სახელმწიფოს საქმეებში, რომელიც სუვერენიტეტის ყველა ნიშანს ფლობს“, – განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, „თბილისის სწრაფვა, გაატაროს […]

Continue Reading